ლეილა გრძელიძე
ლეილა გრძელიძე (დ. 1952, დიმი — გ. 21 ნოემბერი, 2022) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი.
1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი და 1979 წელს ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა.
1976-1984 წლებში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს მაგნიუმის საპრობლემო ლაბორატორიაში. 1990-1994 წლებში იყო განყოფილების უფროსი მრეწველობის სამინისტროში, 1994-2004 წლებში სახელმწიფო სამსახურშია, ჯერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განყოფილების, შემდეგ სამსახურის უფროსად, ხოლო 2004-2005 წლებში თბილისის პრემიერის მთავარი მრჩეველია. პარალელურად აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმოანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მის მიერ პირველად, თვისობრივად ახალი ნედლეულის ტალკისა და პერლიტის გამოყენებით დადგენილ იქნა შემადგენლობა, რომლის საფუძველზეც მიღებულია საყოფაცხოვრებო დანიშნულების გამოწვის დაბალი ტემპერატუერის მქონე მხურვალმდეგი კერამიკული მასალა. წლების მანძილზე ლექციებს კითხულობს გარემოს საცვის კათედრაზე და დიდი წვლილი მიუძღვის ინჟინერ-ეკოლოგების აღზრდის საქმეში. 2004-2007 წლებში როგორც გაეროს განვითარების პროგრამების ექსპერტი საქმის წაროების საკითხებში, ხელმძრვანელობდა გაეროს სახელმწიფოს მოხელეთათვის ორგანიზებულ ტრეინინგების კურსს. გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო შრომა, რამდენიმე სახელმძვანელო და ლექსების კრებული.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პერლიტისა და ტალკის შემცველი ახალი შემადგენლობის კერამიკული მასალების მექანიკური და მხურვალმედეგობის საკითხები.“
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ესXია : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2012. - გვ. 271- ISBN: 978-9941-426-25-4
- როგორ ვმართოთ ორგანიზაცია : მეთოდ.-პრაქტ. სახელმძღვ. - თბილისი, UNDP, 2008. გვ. 524
- საქმისწარმოება საჯარო დაწესებულებებში - თბილისი, 2006. - 155გვ
- საქმისწარმოება საჯარო დაწესებულებებში - თბილისი, UNDP, 2005. - გვ. 161
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ.18.