დიმი
დიმი — სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიმი, საიმედო). [2] სოფელში დგას XVII-XVIII საუკუნეების კოშკი.
სოფელი | |
---|---|
დიმი | |
![]() მდინარე ხანისწყალი სოფელ დიმში | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
თემი | დიმი |
კოორდინატები | 42°05′59″ ჩ. გ. 42°49′19″ ა. გ. / 42.09972° ჩ. გ. 42.82194° ა. გ. |
დაარსდა | ბრინჯაოს ხანა |
პირველი ხსენება | 1583 |
ადრეული სახელები | დიმნი |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია რედაქტირება
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს. ბაღდათი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 200 მეტრი, ბაღდათიდან 3 კილომეტრი.
იცის ზომიერი ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემერატურაა 14°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,4°C; ივლისისა — 23°C; აბსოლუტური მინიმუმი დაბლობზე -18°C, აბსოლუტური მაქსიმუმი შესაბამისად 42°C.[3]
ისტორია რედაქტირება
დიმშია გორა-ნამოსახლარი, სადაც ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ლეონტი მროველთან (XI ს.) დამოწმებული ციხე „დიმნიდან“, რომელიც მეფე ფარნავაზს აუგია.
„ხანის წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კლთას, არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემ ან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა“
| |
დიმი ისტორიულ წყაროებში პირველად მიხსენიება 1583 წელს, შემორჩენილია ფეოდალური ხანის კოშკი. 1820-იან წლებში სოფელში იყო 200 მოსახლე. სოფელი ეკუთვნოდათ თავად ჩხეიძეებს.[5]
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის 10 იანვარს დიმი გადაწვა რუსეთის იმპერიის სადამსჯელო რაზმმა.[6]
დემოგრაფია რედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3251 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 4268 | 1988 | 2280 |
2014[1] | 3251 | 1562 | 1689 |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 553.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 359-360.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 150 — თბილისი, 1941
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 168 — „განათლება“, თბილისი, 1987
- ↑ დასავლეთ საქართველოში // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 24 იანვარი, 1906, № 2986, გვ. 1.