ლედ ზეპელინის 1973 წლის ჩრდილო ამერიკული ტურნე
1973 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო ჩრდილო ამერიკული ტურნე. იგი დაიწყო 4 მაისს და დასრულდა 29 ივლისს. კონცერტების უმრავლესობა გაიმართა აშშ-ში, ხოლო 18 ივლისს ჯგუფმა კონცერტი გამართა კანადის ქალაქ ვანკუვერში.
ჩრდილოეთ ამერიკა 1973 | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ | ||||
ჩატარების ადგილი | ჩრდილოეთ ამერიკა | |||
დაწყების თარიღი | 4 მაისი, 1973 | |||
დასრულების თარიღი | 29 ივლისი, 1973 | |||
კონცერტების რაოდენობა | 36 | |||
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
ისტორია
რედაქტირებაკონცერტებზე სეტლისტის უმრავლესობა შეტანილია ალბომში Houses of the Holy . 5 მაისს ჯგუფმა კონცერტი გამართა ფლორიდაში Tampa Stadium -ის სტადიონზე, ჯგუფის ამ კონცერტს დაესწრო 56,800 ადამიანი. ამ სტადიონზე 1965 წელს კონცერტი The Beatles-საც ჰქონდა გამართული, მაგრამ ლედ ზეპელინმა გაუსწრო The Beatles-ს კონცერტზე დასწრებული ადამიანების რაოდენობით. ამ კონცერტიდან ოთხეულმა $309,000 შემოსავალი მიიღო. საერთოდ მთელი ჩრდილო ამერიკული ტურნეს ფარგლებში ჯგუფმა $4,000,000 მოგება ნახა.
ამ ტურნეს ფარგლებში ლედ ზეპელინმა გამართა კონცერტი ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზ მედისონ სკვერ გარდენში. კონცერტის ჩანაწერებით 1976 წელს გამოვიდა ლედ ზეპელინის პირველი ფილმი (The Song Remains the Same). მედისონ სკვერ გარდენის გამოსვლები ასევე შევიდა ლედ ზეპელინის DVD კრებულში Led Zeppelin DVD.
2 ივნისს ჯგუფმა კონცერტი გამართა სან ფრანცისკოში. ამ პერიოდში ჯგუფი უკვე ფლობდა საკუთარ თვითმფრინავს სახელწოდებით Starship. სან ფრანცისკოს შემდეგ ჯგუფმა კონცერტები გამართა ლას ვეგასში. უკანასკნელი კონცერტი გაიმართა ნიუ-იორკში.
სეტლისტი
რედაქტირება- Rock and Roll (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი, ბონემი)
- Celebration Day (ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი)
- Black Dog (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
- Over the Hills and Far Away (პეიჯი, პლანტი)
- Misty Mountain Hop (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
- Since I've Been Loving You (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
- No Quarter (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
- The Song Remains the Same (პეიჯი, პლანტი)
- The Rain Song (პეიჯი, პლანტი)
- Dazed and Confused (პეიჯი)
- Stairway to Heaven (პეიჯი, პლანტი)
- Moby Dick (პეიჯი, ჯოუნსი, ბონემი)
- Heartbreaker (ბონემი, პეიჯი, პლანტი)
- Whole Lotta Love (Bonham, დიქსონი, ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი)
ბისზე:
- The Ocean (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი)
- Communication Breakdown (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი)
- Thank You (პეიჯი, პლანტი)
- Dancing Days (პეიჯი, პლანტი)
ტურების გამართვის დრო
რედაქტირება- 04/05/1973 Fulton County Stadium - ატლანტა
- 05/05/1973 Tampa Stadium - ტამპა
- 07/05/1973 Jacksonville Coliseum - ჯექსონვილი
- 10/05/1973 Memorial Coliseum - ტუსკალუსა
- 11/05/1973 Kiel Auditorium - სენტ ლუისი
- 13/05/1973 Municipal Auditorium - მობილი
- 14/05/1973 Municipal Auditorium - ახალი ორლეანი
- 16/05/1973 Sam Houston Coliseum - ჰიუსტონი
- 18/05/1973 Memorial Auditorium - დალასი
- 19/05/1973 Tarrant Country Convention Center - ფორტ უორზი
- 22/05/1973 Hemisphere Arena - სან ანტონიო
- 23/05/1973 University Arena - ალბუკერკე
- 25/05/1973 Denver Coliseum - დენვერი
- 26/05/1973 Salt Palace - სოლტ ლეიკ სიტი
- 28/05/1973 San Diego Sports Arena - სან დიეგო
- 30/05/1973 The Forum - Inglewood, CA
- 31/05/1973 The Forum - Inglewood, CA
- 02/06/1973 Kezar Stadium - სან ფრანცისკო
- 03/06/1973 The Forum - Inglewood, CA
- 06/07/1973 Chicago Stadium - ჩიკაგო
- 07/07/1973 Chicago Stadium - ჩიკაგო
- 08/07/1973 Market Square Arena - ინდიანაპოლისი
- 09/07/1973 Civic Center - სენტ პოლი
- 10/07/1973 Milwaukee Arena - მილუოკი
- 12/07/1973 Cobo Hall - დეტროიტი
- 13/07/1973 Cobo Hall - დეტროიტი
- 15/07/1973 Buffalo Memorial Auditorium - ბუფალო
- 17/07/1973 Seattle Center Coliseum - სიეტლი
- 18/07/1973 Pacific Coliseum - ვანკუვერი
- 19/07/1973 The Spectrum - ფილადელფია
- 20/07/1973 Boston Garden - ბოსტონი
- 21/07/1973 Civic Center - Providence, RI
- 23/07/1973 Civic Center - ბალტიმორი
- 24/07/1973 Three Rivers Stadium - პიტსბურგი
- 27/07/1973 Madison Square Garden - ნიუ-იორკი
- 28/07/1973 Madison Square Garden - ნიუ-იორკი
- 29/07/1973 Madison Square Garden - ნიუ-იორკი