ლადევალი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ლედვალი)
ლადევალი, ლედვალი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოების — მდინარეების ნაკრისა და დოლრაჭალის წყალგამყოფ ცალგმილის ქედის სამხრეთ ბოლოზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3488 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით და კირქვებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა მდინარე ნაკრის ხეობიდან.
ლადევალი | |
---|---|
კოორდინატები: 43°07′16″ ჩ. გ. 42°28′56″ ა. გ. / 43.12111° ჩ. გ. 42.48222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3488 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 100.