ლატფარი
ლატფარი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, ლატფარის უღელტეხილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარეების ლამუშურისწყლისა და ხეშკურის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადები) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3140 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით და კვარციტებით. კალთები დამრეცია, შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლატფარი | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′44″ ჩ. გ. 42°57′25″ ა. გ. / 42.879000° ჩ. გ. 42.957000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 3140 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი |
ლიტერატურა რედაქტირება
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 142.