ლატავრა ფოჩიანი (დ. 16 ივლისი, 1939, ლექსურა, ლენტეხის რაიონი — გ. 28 ოქტომბერი, 2011) — ქართველი მოცეკვავე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლატავრა ფოჩიანი დაიბადა ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში 1939 წლის 16 ივლისს.

7 წლის ასაკში იგი პიონერთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში ჩაირიცხა (ხელმძღვანელები - ანტონ ჩიხლაძე, რუბენ ჭოხონელიძე. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 1 საშუალო სკოლა. 1956-1961 წლებში იყო თვითმოქმედი ანსამბლის სოლისტი, ხოლო 1965-1982 წლებში— საქართველოს სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის პრიმა-ბალერინა. შემდგომ წლებში ლატავრა ფოჩიანი ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ბალეტად წოდებულ ანსამბლში მოღვაწეობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1963–1965 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფ. თოხლიაურის მედპუნქტის გამგე-ექიმად. 1967–1988 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმატიკის ინსტიტუტში ფიზიოლოგის სპეციალობით. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი.

ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო არტისტის (1980 წ.) საპატიო წოდებები.[1]

შემოქმედება

რედაქტირება

სოლო-პარტიები ცეკვებში: "ქართული", "მთიულური", "ყარაჩოხული", "სიმდი", "აჭარული", „ცეკვა დაირით“, ნესტან-დარეჯანის სოლო-პარტიას „ქაჯეთის ციხის აღებაში“ ასრულებდა. შესრულებული აქვს ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში არსებული ქალის ყველა პარტია.

ლატავრა ფოჩიანის სოლო-პარტიები გადაღებულია მხატვრულ („შეხვედრა მთაში“) და დოკუმენტურ („ტრიუმფი ლა-სკალაში“, „საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე“, „ძველი თბილისის მელოდიები“, „კორნელი სანაძე", „რუსთაველი-800“, „ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი“ და სხვა)ფილმებში.

მისი სცენური სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში: კორნელი სანაძე - „ცისფერი ლატავრა“, „ლატავრა დაირით“, ტრიპტიქი - „შოთა რუსთაველი“, ესმა ონიანი - „ლატავრა“ და სხვა.

პოლიტიკური ორიენტაცია

რედაქტირება

ლატავრა ფოჩიანი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ საპროტესტო მანიფესტაციებში. მისივე წერილიდან ჩანს, რომ 1992 წლის 7 მარტის შემდეგ, ღამის საათებში მისი სახლის სადარბაზოს კარი ავტომატიანმა პირებმა შეამტვრიეს. მოცეკვავემ მაშინ, რეპრესიების შიშით, დამალვა მოახერხა. მისივე თქმით, მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო მისი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ტერორი, მუქარა, დაშინება. ემუქრებოდნენ, რომ თუ კვლავ მიიღებდა მონაწილეობას ზ. გამსახურდიას ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებში, გადაუწვავდნენ სახლს და ა. შ.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

იმავე ხანებში, რეპრესიების ქვეშ მოყვნენ საგარეჯოში მცხოვრები ლატავრა ფოჩიანის მამა და მისი ახლობლები, რასაც ნათესავის, ნინა კვირიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.[2]

ჯილდოები

რედაქტირება

ლატავრა ფოჩიანი ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებულია შემდეგი წოდებებითა და პრემიებით:

  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1967)
  • საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1971)[3]
  • საქართველოს სახალხო არტისტი (1980) [4]
  • რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი
  • მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-6(მოსკოვი, 1957) ლაურეატი, ოქროს მედალი (ანსამბლის სოლისტებთან ერთად )
  • მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-7(ვენა, 1959) ლაურეატი, ვერცხლის მედალი (ანსამბლის სოლისტებთან ერთად )

საინტერესო ამბები

რედაქტირება

ლატავრა ფოჩიანი იყო პოეტ იოსებ ნონეშვილის ცნობილი ლექსის - „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა“ - მუზა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოცეკვავე ლატავრა ფოჩიანი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა
  2. ლატავრა ფოჩიანი, წიგნიდან „მე ვადანაშაულებ“, თბ., 2001, გვ. 514
  3. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები 1971. №5. გვ. 199.
  4. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები 1980. №3. გვ. 125.