ლარს ონსაგერი (ინგლ. და ნორვ. Lars Onsager; დ. 27 ნოემბერი, 1903, კრისტიანია, ახლანდ. ოსლო — გ. 5 ოქტომბერი, 1976, კორალ-გეიბლზი, ფლორიდა) — ნორვეგიელი და ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი და ფიზიკოს-ქიმიკოსი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1947). ნობელის პრემიის ლაურეატი (1968).[25]

ლარს ონსაგერი
დაბ. თარიღი 27 ნოემბერი, 1903(1903-11-27)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი კრისტიანია
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1976(1976-10-05)[7] [8] [9] [2] [3] [4] [5] (72 წლის)
გარდ. ადგილი კორალ-გეიბლზი[10] [11]
დასაფლავებულია გრუვ-სტრიტის სასაფლაო[12]
მოქალაქეობა  ნორვეგია[13]
 აშშ
 ნიდერლანდების სამეფო[3]
საქმიანობა ფიზიკოსი[14] [15] [16] , ინჟინერი, ქიმიკოსი[17] [13] , ფიზიკოს-თეორეტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[3]
მუშაობის ადგილი ბრაუნის უნივერსიტეტი, ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი, ლეიდენის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და ლეიდენის უნივერსიტეტი[3]
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი და ნორვეგიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი ერლინგ ონსაგერი
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[18] [19] , საპატიო დოქტორი, ლორენცის მედალი, უილარდ გიბსის ჯილდო[20] , მეცნიერების ეროვნული მედალი, გიბსის ლექცია, რუმფორდის პრემია[21] , უილბერ კროსის მედალი[22] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, პიტერ დებაის პრემია ფიზიკურ ქიმიაში[23] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[24]
ხელმოწერა

1925 წელს დაამთავრა ნორვეგიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა (ტრონჰეიმი). სტაჟირება გაიარა დანიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში. 1928 წლიდან მუშაობდა აშშ-ში: ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში (ბალტიმორი), ბრაუნის უნივერსიტეტში (პროვიდენსი), იელის უნივერსიტეტში (1933–1972, პროფესორი 1940 წლიდან), მაიამის უნივერსიტეტში (1972 წლიდან).[25]

ძირითადი ნაშრომები ეხება შეუქცევადი პროცესების თეორიას, ფაზური გადასვლების თეორიას, ელექტროლიტების თეორიას. განიხილა (1926) იონთაშორისი ძალების გავლენა ხსნარების სიბლანტეზე. გამოიყვანა (1926) ელექტროგამტარობის განტოლება, რომელიც მისი სახელითაა ცნობილი. განსაზღვრა (1928) ძლიერი ელექტროლიტების დისოციაციის ჭეშმარიტი ხარისხი. განავითარა (1936) პოლარული სითხეების დიელექტრიკული შეღწევადობის მოლეკულური თეორია. ჩამოაყალიბა (1931) კინეტიკური კოეფიციენტების სიმეტრიის პრინციპი (ონსაგერის თეორემა) და მის საფუძველზე ააგო არაწონასწორული პროცესების თერმოდინამიკის თეორია. დაამტკიცა, რომ ურთიერთქმედების თანაფარდობები ეკვივალენტურია უფრო ზოგადი უმცირესი დისიპაციის პრინციპისა, რომლის თანახმადაც ენტროპიის ზრდის სიჩქარე სტაციონარულ შეუქცევად პროცესებში მინიმალურია. მაგნიტურ მასალებში ფაზური გადასვლების განხილვისას, პირველმა მიიღო (1942, გამოქვეყნდა 1944 წელს) იზინგის ორგანზომილებიანი ამოცანის ზუსტი ამოხსნა (იხ. იზინგის მოდელი), რომელიც წინასწარმეტყველებს სითბოტევადობის ლოგარითმულ დამოკიდებულებას ტემპერატურაზე კრიტიკული წერტილის მახლობლობაში. შემოგვთავაზა (1949) კვანტური გრიგალების თეორია ზედენად ჰელიუმში.[25]

  1. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Leidse Hoogleraren
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Fisher M. E. Lars Onsager: November 27, 1903–October 5, 1976 // J. Stat. Phys. / J. LebowitzSpringer Science+Business Media, 1995. — Vol. 78, Iss. 1-2. — P. 605–640. — ISSN 0022-4715; 1572-9613doi:10.1007/BF02183371
  8. Niss M. History of the Lenz-Ising Model 1920?1950: From Ferromagnetic to Cooperative Phenomena // Arch. Hist. Exact Sci.Springer Science+Business Media, 2004. — Vol. 59, Iss. 3. — P. 267–318. — ISSN 0003-9519; 1432-0657doi:10.1007/S00407-004-0088-3
  9. Encyclopædia Britannica
  10. https://link.springer.com/content/pdf/10.1007%2F978-94-007-7799-6_13.pdf
  11. https://link.springer.com/content/pdf/10.1007/s000160050042.pdf
  12. Find a Grave — 1996.
  13. 13.0 13.1 Famous Norwegians
  14. D. E Logan, Y. H Szczech, M. A Tusch Onsager Reaction Field Theory of the Heisenberg Model // Europhys. Lett.France: EDP Sciences, 1995. — Vol. 30, Iss. 5. — P. 307–312. — ISSN 0295-5075; 1286-4854doi:10.1209/0295-5075/30/5/010
  15. Open Source Science? — 2008.
  16. http://www.science.org.au/publications/newsletters/documents/aas63.pdf
  17. http://www.nndb.com/cemetery/671/000208047/
  18. The Nobel Prize in Chemistry 1968Nobel Foundation.
  19. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  20. https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
  21. https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
  22. https://gsas.yale.edu/documents/wilbur-cross-medalists-1966-2023-year
  23. https://www.acs.org/funding/awards/peter-debye-award-in-physical-chemistry/past-recipients.html
  24. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 266.
  25. 25.0 25.1 25.2 Онсагер (Онзагер) Ларс // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 213.