ელექტროლიტი
ელექტროლიტი — ნივთიერება, შენადნობი ან ხსნარი, რომელიც ატარებს დენს იონებად დისოციაციის დროს; მაგალითად მჟავების, მარილებისა და ფუძეების ხსნარები. ელექტროლიტები მეორეხარისხოვანი გამტარები არიან. ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ შედგებიან იონებისგან და ამიტომაც ისინი იძენენ იონურ გამტარიანობას.