მჟავა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მჟავები — რთული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულების შემადგენლობაში შედის წყალბადატომები, ამ უკანასკნელთ მეტალის ატომებით ჩანაცვლების ან მათთან გაცვლის უნარი აქვთ.
მჟავები ისეთ ელექტროლიტებია, რომლებიც წყალხსნარებში დისოცირდებიან და წარმოქმნიან წყალბად–იონებს. როგორც ქვემოთ ჩანს, მჟავების დისოციაციით წყალხსნარებში წარმოიქმნება წყალბად–იონები და მჟავას ანიონები.
მჟავათა ძალა დამოკიდებულია მათი დისოციაციის ხარისხზე. მაგალითად:
- HCl = H+ + Cl_
- HNO3 = H+ + NO3-
ან უფრო ზუსტად,
- H2O+HNO3=H3O++NO3-
ამიტომ მჟავა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მტკიცეა არამეტალის ცენტრალური ატომის ბმა ჟანგბადთან. ცხადია, მუხტის გადიდება, ე.ი არამეტალის ცენტრალური ატომის ვალენტობის მატება და მისი რადიუსის შემცირება ადიდებს მჟავას ძალას. მაგ. სილიციუმის მჟავა სუსტია, ფოსფორმჟავა საშუალო ძალისაა, გოგირდმჟავა ძლიერი და ქლორმჟავა მეტად ძლიერია. ამასთავე ცნობილია, რომ ნახშირმჟავა სილიციუმმჟავაზე ძლიერია, ხოლო აზოტმჟავა-ფოსფორმჟავაზე.
- H2CO3, HNO3
- H2SiO3, H3PO4, H2SO4,
- ___________________________
- მჟავათა ძალის მატება
თუ არამეტალი რამდენიმე მჟავას წარმოქმნის, უფრო ძლიერი იქნება ის, რომელშიც არამეტალი მაქსიმალურ ვალენტობას იჩენს. მაგ, გოგირდმჟავა ძლიერია, ვიდრე გოგოირდოვანი მჟავა ან ქლორის მჟავები
ჟანგბადიანი მჟავები
რედაქტირებანებისმიერი მჟავა შეიცავს წყალბადს და ელემენტს, რომელიც წყალბადთან ერთად მჟავას წარმოქმნის. ზოგიერთი მჟავა ამ ორი ელემენტის გარდა ჟანგბადსაც შეიცავს, ასეთ მჟავებს ჟანგბადიანი მჟავები ეწოდება. შესაბამისად, შედგენილობის მიხედვით გვაქვს ჟანგბადიანი და უჟანგბადო მჟავეები. მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადის ატომების რიცხვით განასხვავებენ ერთფუძიან, ორფუძიან და სამფუძიან მჟავებს.
- ერთფუძიანია:HCl, HF, HBr, HNO3
- ორფუძიანია:H2S, H2SO4, H2SO3, H2CO3
- სამფუძიანია:H3PO4, H3PO3.
მჟავათა სახელწოდებები
რედაქტირებამჟავა
|
თვისებები
რედაქტირებამარილმჟავა, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა და ზოგი სხვა მჟავა უფერო სითხეებია. ფოსფორმჟავა, ბორისმჟავა, მეტაფოსფორმჟავა და სხვ. მყარი კრისტალური ნივთიერებებია. თითქმის ყველა მჟავა იხსნება წყალში და მიღებულ ხსნარს აქვს მჟავე გემო. მკვახე ხილის მჟავე გემო გამოწვეულია სხვადასხვა ორგანული მჟავებით. სილიციუმის(H2SiO3) მჟავა წყალში უხსნადია. მჟავათა ხსნარები ფერს უცვლის ინდიკატორებს. მჟავას ხსნარში ლაკმუსი წითლდება, მეთილნარინჯი ვარდისფერი ხდება, ფენოლფთალეინი ფერს არ იცვლის.
მჟავები ქიმიურად მეტად აქტიური ნივთიერებებია. ბევრ ნივთიერებასთან ისინი ჩვეულებრივ ტემპერატურაზეც ენერგიულად რეაგირებენ: 1.მჟავა ურთიერთქმედებს ფუძესთან, მიიღება მარილი და წყალი:
- HNO3+NaOH=NaNO3+H2O
- H2SO4+2KOH=K2SO4+2H2O