ინდიკატორი (ქიმია)

(გადამისამართდა გვერდიდან ინდიკატორები)

ინდიკატორი (ლათ. მაჩვენებელი,ამომცნობი) – ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ხსნარში მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად მაგ., ლაკმუსი, რომელიც ფერს იცვლის მჟავასთან ან ტუტესთან შეერთებით. ინდიკატორი მრავალი სახისაა. ყველაზე ხშირად გამოყენებული ინდიკატორებია: ლაკმუსი, მეთილნარინჯი და ფენოლფთალეინი.

ტუტე ურთიერთქმედებს ინდიკატორებთან და უცვლის ფერს. ინდიკატორი ლაკმუსი იისფერია და ტუტეში ლურჯდება, ფენოლფთალეინი უფეროა და ტუტეში ჟოლოს ფერს იღებს,ხოლო მეთილნარინჯი ნარინჯისფერია და ტუტეში ყვითლდება. ლაკმუსი — საღებავი ნივთიერება, რომელიც მიიღება ზოგიერთი სახის ხავსურიდან. ლაკმუსის შედგენილობა რთულია და საბოლოოდ არ არის დადგენილი. ლაკმუსს იყენებენ ქიმიურ ინდიკატორად. მჟავა გარემოში ლაკმუსი იფერება წითლად, ტუტეში კი ლურჯად. ხშირად სარგებლობენ ლაკმუსით გაჟღენთილი ქაღალდით. ლაბორატორიაში უმეტესად ინდიკატორების სპირტ-ხსნარებს იყენებენ.მაგალითად არსებობს მეთილნარინჯისა და ფენოლფთალეინის სპირტ-ხსნარები. ფენოპტალეინის სპირტ-ხსნარი უფეროა და ტუტეში იღებს ჟოლოსფერ შეფერილობას ხოლო მჟავაში ფერს არ იცვლის.მეთილნარინჯის სპირტ-ხსნარი მოყვითალო-ნარინჯისფერია. ის ტუტეში ყვითელ ფერს იღებს,ნარინჯისფერს ნეიტრალურში, ხოლო მჟავაში ვარდისფერ-წითელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება