ლაოსის ისტორია სათავეს 1353 წლიდან იღებს, როდესაც მეფე ფა ნგუმმა ლანსანგის სახელმწიფო დააარსა. აქამდე არსებული მოვლენები კი პრეისტორიად ითვლება.

ლაოსი

ადრეული ისტორია

რედაქტირება

არქეოლოგიური მონაცემები

რედაქტირება

არქეოლოგიური აღმოჩენები თანამედროვე ლაოსის პროვინციების ჰუაპჰანისა და ლუანგპრაბანგის ტერიტორიაზე ადასტურებენ, რომ ლაოსი ჯერ კიდევ 40 000 წლის წინ იყო დასახლებული. თანამედროვე ტიპის ადამიანის ქალა ლაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2009 წელს ტამ პა ლინგის მღვიმეში[1], პა ჰანგის მთის თავზე აღმოაჩინეს. იგი 46 ათასი წლით თარიღდება[2][3].

საიდუმლო წარმოშობის მქონედ რჩება ათასობით ქვის ქილა ქილების ხეობაში, რომელიც მიმოფანტულია ანამის ქედის მთისწინეთში და გამოჰყოფს ლაოსსა და ვიეტნამს. ცნობების თანახმად ის უძველესი ადამიანის საკუთრება იყო.

ლაოსის უძველესი სახელმწიფოები და მიმდებარე ტერიტორია

რედაქტირება

პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ლაოსის ტერიტორიაზე ფუნანის სახელმწიფოს ჰქონდა.

ჩენლამ და კამბუჯადეშამ შეცვალეს ფუნანის სახელმწიფო, რომელიც დღევანდელი ლაოსის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებს მოიცავდა. VI-XIII საუკუნეებში ლაოსის ტერიტორიაზე აქტიურად სახლდებოდნენ ლაოსელთა ტაილანდურენოვანი წინაპრები. IX საუკუნეში დაიწყო ტაილანდელთა ლაშქრობები ნანჩხაოს სახელმწიფოდან ჩრდილოეთ ვიეტნამში, ჩრდილოეთი ლაოსის გავლით, სადაც აღმოცენდა პირველი ლაოსურ-ტაილანდური ფეოდალური სამთავროები. მათ მალევე დაიწყეს ბრძოლა კამბუჯადეშასთან.

ტომები ტაი და ლაო და მათი მიგრაცია ტაილანდისა და ლაოსის ტერიტორიაზე

რედაქტირება

ლაოსა და ტაის ადრეული ისტორიის ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. მათზე პირველი ჩანაწერები ნანჩხაოს სამეფოს პერიოდს ეკუთვნის, რომლის ცენტრი დღევანდელი იუნანის პროვინციის ტერიტორიაზე, იაპონიაში მდებარეობდა. მასზე გადიოდა აბრეშუმის დიდი გზა, VII საუკუნეში.

ნანჩხაოს გარეუბანში წარმოიშვა მუანგსუას სახელმწიფო - ახლა კი მას ლუანგპრაბანგი ჰქვია.

უფლისწულმა ფა ნგუმმა 1349 წელს იქორწინა ანგკორას მეფის ასულზე, მიიღო მეფის მხარდაჭერა და დაიპყრო მუანგსუა. 1353 წელს მან დააარსა ლანსანგის სახელმწიფო და საკუთარი ტერიტორია დღევადელი ლაოსის ტერიტორიამდე გაზარდა, სადაც დამატებით შედიოდა დღევანდელი ტაილანდისა და კამბოჯის პროვინციები. მეფე ფა ნგუმმა ანგკორელი მეფის საჩუქარი, ოქროს ბუდა ჩამოიტანა, რომელიც ეროვნულ რელიქვიად იქცა და აღნიშნავდა თერავადას მიღებას.

 
ვატ სისაკეტი, ვენტიანი

არც ერთი ლაოსური სახელმწიფო არ ფლობდა ზღვაზე გასასვლელს, გმომდინარე აქედან ევროპელთა ინტერესი მათ მიმართ ნაკლები იყო. მათი ისტორიის შესახებ XVIII საუკუნის რამდენიმე წყარო არსებობს. 1763 წელს სიამსა და მიანმარს შორის ომის დროს მიანმარის ჯარმა დაიკავა მთელი ლაოსის ტერიტორია. ამავე ომში 1778 წელს სიამის მეფე ტაქსინმა თავისი სამხედრო მეთაური ბუდხა იოდფა ჩულალოკე სამხედრო მისიით გაგზავნა ჩრდილოეთით. სიამელებმა გაძარცვეს ვიენტიანი; ქალაქის მთავარი განძი, ზურმუხტის ბუდას ქანდაკება, ჰონგ-კონგში გადაიტანეს და საკუთარი მმართველობა დაამყარეს ლაოსში. ვიენტიანის მეფე გაიქცა, თუმცა მალევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტს მარიონეტული მმართველები იკავებდნენ, რომლებსაც ჰონგ-კონგში ნიშნავდნენ. ბევრი არისტორკრატიული ოჯახი იძულებით იქნა სიამში გადასახლებული.

ფრანგული კოლონიზაცია

რედაქტირება
 
ლაოსის ტერიტორიული დანაკარგი XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში.

ოფიციალურად ლაოსის ისტორიოგრაფიაში ამ ფაქტის შესახებ საუბარი არაა, თუმცა ლაოსი ფრანგი კოლონიზატორების წყალობით შეიქმნა. ბირმა, რომელიც ლაოსს საუკუნეების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა, 1826-1885 წლებში ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მოექცა და ბრიტანეთის ინდოეთის მიერ კონტროლირდებოდა. ამავე პერიოდში საფრანგეთმა დაიმორჩილა ვიეტნამი. 1862 წელს სამხრეთ ვიეტნამი და აღმოსავლეთ კამბოჯა საფრანგეთის მფარველობის ქვეშ მოექცნენ, ხოლო იგივე სტატუსი 1885 წელს ჩრდილოეთ ვიეტნამმაც მიიღო. ამრიგად, სიამი ორ აგრესიულ, ძალაუფლების მქონე კოლონიებს შორის აღმოჩნდა. თავდაპირველად სიამი ფიქრობდა, რომ მონგკუტისა და ჩულალონგკორნის მეფობისას, მოდერნიზაციის შედეგად შეძლებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. სახელმწიფო იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მისი საზღვრების დაცვაც შეუძლებელი იყო.

ლაოსის დამოუკიდებელი სამეფო

რედაქტირება

დამოუკიდებელი ლაოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად რჩებოდა, რომელიც რეგულარულად იღებდა საერთაშორისო დახმარებას. სამეფო რეჟიმის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა თანდათანობით შეიცვალა - ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, აშენდა ელექტროსადგურები და ბრინჯის მსგავსად გავრცელდა სიმინდის კულტურა. თუმცა, ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ ლაოსი ცივი ომის ერთ-ერთ თეატრად იქცა. სწორედ ამან განაპირობა ლაოსის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება.

ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა

რედაქტირება

1975 წელს ქვეყანამ ოფიციალურად დაიწყო სოციალიზმის შენება. განხორციელდა კოლექტივიზაცია და დაიწყო ინდუსტრიალიზაცია. თუმცა, ლაოსის ეკონომიკური მდგომარეობა მაინც რთული იყო. სსსკ-ში პერესტროიკის ზემოქმედების გამო, დენ სიაოპინის ჩინეთში ტრანსფორმაციის შემდეგ, ლაოსში, 1986 წელს გამოცხადდა „ახალ ეკონომიკურ მექანიზმზე გადასვლა".

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება