ლანკასტერები

(გადამისამართდა გვერდიდან ლანკასტერების დინასტია)

ლანკასტერები (ინგლ. House of Lancaster) — ინგლისის სამეფო დინასტია (1399-1461 წწ.). პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო. მონაწილე მხარე ვარდების ომში, იორკების დინასტიის წინააღმდეგ. მათი სიმბოლო იყო წითელი ვარდი.

ინგლისის ისტორია
ინგლისის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
წინაისტორიული ბრიტანეთი
რომანული ბრიტანეთი
ანგლო-საქსური ინგლისი
ანგლო-ნორმანული ინგლისი
პლანტაგენეტები
ლანკასტერები
იორკები
ტიუდორები
სტიუარტები
პროტექტორატი
სტიუარტები რესტავრაცია
დიდი რევოლუცია
დიდი ბრიტანეთის სამეფო
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
გაერთიანებული სამეფო

 
  •  •  

დასაბამი მისცა ედუარდ III-ის მეოთხე ძემ ლანკასტერის ჰერცოგმა ჯონ გონტმა. მისი ვაჟი ჰენრი IV (პირველი ლანკასტერი) გამეფდა ჩრდილოეთ ინგლისში დიდ ფეოდალთა ამბოხის შედეგად (ტახტიდან ჩამოაგდო რიჩარდ II). ჰენრი V-მ (მეფობდა 1413-1422 წწ.) განაახლა ასწლიანი ომი და დაიკავა საფრანგეთი. უკანასკნელი ლანკასტერის, გონებასუსტი ჰენრი VI-ის მეფობაში (1422-1461 წწ.) ინგლისმა დაკარგა თითქმის ყველა სამფლობელო საფრანგეთში (გარდა კალესი).

ლანკასტერებსა და იორკებს შორის შინაომების შედეგად 1461 წელს ინგლისის ტახტი გადავიდა ედუარდ IV იორკის ხელში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება