ლანგანოს ტბა
ლანგანოს ტბა (ორომ. Hora Langaanoo; ამჰარ. ላንጋኖ ሐይቅ) — ტბა ეთიოპიაში, ორომიას რეგიონში. მდებარეობს ადის-აბებადან სამხრეთით, 200 კილომეტრში,[1] აბიჯატას ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1585 მეტრზე.
ლანგანოს ტბა | |
---|---|
Hora Langaanoo ላንጋኖ ሐይቅ | |
კოორდინატები: 7°36′00″ ჩ. გ. 38°43′00″ ა. გ. / 7.60000° ჩ. გ. 38.71667° ა. გ. | |
მდებარეობა | ეთიოპია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1 585 მ |
სიგრძე | 18 კმ |
სიგანე | 16 კმ |
ფართობი | 230 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 46 მ |
ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს (CSA) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლანგანოს ტბის სიგრძე 18 კილომეტრია, სიგანეა 16 კმ, ზედაპირის ფართობი 230 კმ², მაქსიმალური სიღრმე კი 46 მეტრი[2]. ტბის წყალშემკრები ფართობი 1600 კმ²-ია. ლანგანოდან გამოედინება მდინარე ჰორა კალო, რომელიც ჩაედინება აბიჯატას ტბაში.[3]
ვინაიდან ტბაში ვერ შევხვდებით შისტოსომოზის გამომწვევ პარაზიტებს, განსხვავებით ეთიოპიის სხვა მტკნარი ტბებისგან, იგი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის. ტბა ყავისფერია, რის გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი არ არის სუფთა, თუმცა, ეს ასე არ არის, უცნაური შეფერილობა გამოწვეულია ტბაში მინერალების სიუხვით, მათ შორის გოგირდის. ტბის ირგვლივ მრავალი კურორტია გაშენებული და პოპულარულია წყლის სპორტი.
ტბის გარშემო მრავალფეროვანი ველური ბუნებაა, აქ შევხვდებით ბეჰემოტებს, მაიმუნებს, ბაბუინებს, ტახებსა და ფრინველების უამრავ სახეობას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Neumann, "From the Somali Coast through Southern Ethiopia to the Sudan", Geographical Journal, 20 (October 1902), pp. 373–398
- ↑ CSA 2005 National Statistics დაარქივებული 2008-07-31 საიტზე Wayback Machine. , Table A.2
- ↑ Robert Mepham, R. H. Hughes, and J. S. Hughes, A directory of African wetlands, (Cambridge: IUCN, UNEP and WCMC, 1992), p. 159