ლაგოდეხის აღკვეთილი
ლაგოდეხის აღკვეთილი – აღკვეთილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 4500 ჰექტარია. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე. აღკვეთილს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, აღმოსავლეთიდან – მდ. მაწიმისხევი, სამხრეთიდან – დასახლებული პუნქტები (სოფ. გურგენიანი, სოფ. ხიზაბავრა, ქ. ლაგოდეხი, სოფ. შრომა), დასავლეთიდან კი – ბაისუბნის ქედი.[1]
ლაგოდეხის აღვეთილი | |
---|---|
მდებარეობა | კახეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ლაგოდეხი |
ფართობი | 4500 ჰა |
დაარსდა | 2003 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ლაგოდეხის აღკვეთილი გამორჩეულია წიფლნარ-რცხილნარი ფართოფოთლოვანი ტყით, გურგენიანის ჩანჩქერით. აღკვეთილი მოიცავს, აგრეთვე, ტყისა და ალპური მდელოების დამაკავშირებელ ბილიკთა სისტემას. გადაადგილება დასაშვებია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2022