ლაგოა-მირინი (პორტ. Lagoa Mirim; ესპ. Laguna Merín) — წყალმარჩხი ტბა ბრაზილიისა და ურუგვაის საზღვარზე. საერთო ფართობი 3994 კმ². სიგრძე 220 კმ, სიგანე 42 კმ. სიღრმე 7 მ-მდე. მტკნარწყლიანია. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ატლანტის ოკეანისაგან გამოყოფილია დაჭაობებული ცელათი. ვიწრო ფშანით დაკავშირებულია პატუსის ტბასთან. ერთვის მრავალი მდინარე, რომელთაგან უდიდესია ჟაგუარანი.

ლაგოა-მირინი
ლაგოა-მირინის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაბოლოება
ლაგოა-მირინის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაბოლოება
კოორდინატები: 32°45′ ს. გ. 52°50′ დ. გ. / 32.750° ს. გ. 52.833° დ. გ. / -32.750; -52.833
მდებარეობა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სიგრძე 220 კმ
სიგანე 42 კმ
ფართობი 3994 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
ლაგოა-მირინი — ბრაზილია
ლაგოა-მირინი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება