პატუსის ტბა
პატუსის ტბა (პორტ. Lagoa dos Patos) — ლაგუნა ბრაზილიაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატში. საერთო ფართობი 10,100 კმ². სიგრძე 290 კმ, სიგანე 64 კმ. ბრაზილიის უდიდესი ლაგუნაა. ატლანტის ოკეანისაგან გამოყოფილია დაახლოებით 8 კმ სიგანის ცელათი. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი პორტუ-ალეგრი. დაკავშირებულია ლაგოა-მირინის ლაგუნა-ტბასთან.
პატუსის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 31°04′18″ ს. გ. 51°28′35″ დ. გ. / 31.07167° ს. გ. 51.47639° დ. გ. | |
მდებარეობა | ბრაზილია |
სიგრძე | 290 კმ |
სიგანე | 64 კმ |
ფართობი | 10,100 კმ² |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პატუსის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)