ლაგოა-მირინი
(გადამისამართდა გვერდიდან ლაგოა-მირიმი)
ლაგოა-მირინი (პორტ. Lagoa Mirim; ესპ. Laguna Merín) — წყალმარჩხი ტბა ბრაზილიისა და ურუგვაის საზღვარზე. საერთო ფართობი 3994 კმ². სიგრძე 220 კმ, სიგანე 42 კმ. სიღრმე 7 მ-მდე. მტკნარწყლიანია. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ატლანტის ოკეანისაგან გამოყოფილია დაჭაობებული ცელათი. ვიწრო ფშანით დაკავშირებულია პატუსის ტბასთან. ერთვის მრავალი მდინარე, რომელთაგან უდიდესია ჟაგუარანი.
ლაგოა-მირინი | |
---|---|
ლაგოა-მირინის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაბოლოება | |
კოორდინატები: 32°45′ ს. გ. 52°50′ დ. გ. / 32.750° ს. გ. 52.833° დ. გ. | |
მდებარეობა | ბრაზილია |
სიგრძე | 220 კმ |
სიგანე | 42 კმ |
ფართობი | 3994 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 7 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლაგოა-მირინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ლაგოა-მირინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)