ლაბრა (კოჩარის თემი)
ლაბრა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (კოჩარის თემი), მდინარე ცხენიშწყარის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 200 მ, ოჩამჩირიდან 24 კმ, ტამიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 15 კმ.[1] 1930 წლის მდგომარეობით, შედიოდა კუაჩარის (დღევანდელი კოჩარა) თემში. სახელწოდება ქართულია, სვანურად „დაბნელების ადგილს“ ნიშნავს. გადატანითი მნიშვნელობით – უბედურების ადგილს, მზის დაბნელების ადგილს.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 96.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 121.
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-07.