ლაბის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყარაჩაი-ჩ
ლაბა (რუს. Лаба) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. გაწოლილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე დიდი ლაბის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2575 მ. აგებულია პალეოზოური გნაისებით და კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს ალპური ლანდშაფტი. ლაბის უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა მდინარე ბზიფის ხეობიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთში.
ლაბის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°23′21″ ჩ. გ. 41°06′00″ ა. გ. / 43.3892917° ჩ. გ. 41.1001250° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 2575 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გნაისი და კრისტალური ფიქლები |
ლანდშაფტი | ალპური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 94.