კულდიგა
კულდიგა (ლატვ. Kuldīga), გოლდინგენი გერმ. Goldingen) — ქალაქი ლატვიაში. კულდიგის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ლატვიის დასავლეთ ნაწილში, კურზემეს ისტორიულ რეგიონში, მდინარეების ვენტისა და ალეკშუპიტეს შესართავთან, რიგიდან დასავლეთით 150 კმ-ის დაშორებით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კულდიგა Kuldīga | |||||
ქალაქის თვითმმართველობის შენობა | |||||
| |||||
ქვეყანა | ლატვია | ||||
დაქვემდებარება | სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი | ||||
რეგიონი | კურზემე | ||||
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე | კულდიგა | ||||
კოორდინატები | 56°58′02″ ჩ. გ. 21°58′12″ ა. გ. / 56.96722° ჩ. გ. 21.97000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1378 | ||||
პირველი ხსენება | 1242 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1378 | ||||
ფართობი | 13,2 კმ² | ||||
მოსახლეობა | 11768 [1] კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 905,2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | (+371) 633 | ||||
საფოსტო ინდექსი | LV-3301 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.kuldiga.lv | ||||
ისტორია
რედაქტირებაგოლდინგენის ციხესიმაგრეს საფუძველი ჩაუყარა ტევტონთა ორდენის ლანდმეისტერმა დიტრიხ ფონ გრიუნინგენმა. ციხესიმაგრის გარშემო წარმოქმნილმა დასახლებამ ქალაქის სტატუსი მიიღო 1378 წელს და შეუერთდა ჰანზის კავშირს. XVII საუკუნეში აქ მდებარეობდა კურლანდიის ჰერცოგის ერთ-ერთი რეზიდენცია.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაგანსხვავებით ლატვიის სხვა ქალაქებისაგან, კულდიგის ცენტრი გადაურჩა მრავალრიცხოვან ომებს და ხანძარს. აქ დაცულია ორიგინალური ხის არქიტექტურა, რომელიც თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.
მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ - ქალაქის ისტორიული ცენტრი და 1874 წელს არქიტექტორ ოტო დიტცეს მიერ აგებული აგურის თაღოვანი ხიდი მდინარე ვენტაზე (რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2008 წელს).
ქალაქის ისტორიული ცენტრი 2011 წლის 18 აპრილიდან წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[2].
მდინარე ვენტაზე მდებარეობს ევროპაში ყველაზე განიერი[3] ჩანჩქერი (სიგანე 249 მეტრი).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულდიგის მხარის ოფიციალური საიტი
- ინფორმაცია კულდიგაზე ტურისტულ პორტალ mesta.lv-ზე
- [http://vietvardi.lgia.gov.lv/vv/to_www_obj.objekts?p_id=16034 ინფორმაცია კულდიგაზე ტოპონიმიკურ ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ «Latvijas iedzīvotāju skaits pašvaldībās pagastu dalījumā»
- ↑ Kuldīga Old Town in the Primeval Valley of the River Venta
- ↑ Ventas rumba დაარქივებული 2010-08-11 საიტზე Wayback Machine. , latviatourism.lv