ვენტა (ლატვ. Venta, ლიეტ. Venta, გერმ. Windau, პოლ. Windawa) — მდინარე ლიეტუვაში (სადაც მას ეწოდება ვიანტა) და ლატვიაში, ერთვის ბალტიის ზღვას. სიგრძე 346 კმ (ამისგან 33 % ლიეტუვაშია). სათავეს იღებს ჟემაიტის მაღლობზე. წყლის საშუალო ხარჯია 95,5 მ3/წმ. მდინარის კალაპოტის სიგანე ლიეტუვა-ლატვიის საზღვარზე 40-50 მეტრია, ხოლო შესართავთან 150-200 მეტრი.

ვენტა
Venta.JPG
მდინარე ვენტა ლიეტუვაში
ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა, ლატვიის დროშა ლატვია
ქალაქები მაჟეიკიაი
სათავე ჟემაიტის მაღლობი
სიგრძე 346 კმ
აუზის ფართობი 11 800 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ვენტა ვიკისაწყობში

მნიშვნელოვანი შენაკადებია:აბავა, ვირვიჩა, ვარდუვა.

მდინარეზე მდებარეობს ქალაქები:მაჟეიკიაი (ლიეტუვა), კულდიგა (ლატვია).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვენტა&oldid=4158547“-დან