კურლანდია

(გადამისამართდა გვერდიდან კურზემე)

კურლანდია, კურზემე (ლატვ. Kurzeme, გერმ. Kurland) — ლატვიის ისტორიული რეგიონი. უძველესი დროიდან დასახლებული იყო კურშებითა და ბალტიისპირელ-ფინელი ტომებით.

ლატვიის რეგიონების რუკა. კურზემე აღნიშნულია ნარინჯისფრად.

XIII საუკუნის დამდეგს დაიპყრეს გერმანელმა რაინდებმა და შემდეგ დაექვემდებარა ლივონიის ორდენს. 1561-1795 წლებში შედიოდა კურლანდიის საჰერცოგოში, შემდეგ კი რუსეთმა მიიერთა და კურლანდიის გუბერნიად აქცია.

გეოგრაფია

რედაქტირება

ფართო გაგებით კურლანდია (კურზემე) ეწოდება მდინარე დაუგავის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიას, რომელიც თითქმის ემთხვევა ისტორიულად არსებული კურლანდიის გუბერნიის საზღვრებს.

ამჟამად კურზემეს ისტორიული რეგიონი მოიცავს კულდიგის, ალსუნგის, ვენტსპილსის, ტალსის, დუნდაგის, პავილოსტის, გრობინიის, რუცავის, პრიეკულეს, ნიცის, ვაინოდეს, აიზპუტეს, მერსრაგსის, როიის, კანდავის, დურბეს, სალდუსის, სკრუნდის და ბროცენის მხარეებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება