სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგელაძე.

კუკური მგელაძე (დ. 1 იანვარი, 1915 — გ. 8 მაისი, 2002) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1955), დოცენტი (1962). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სოხუმის ფილიალის თავმჯდომარე (1956-1986). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლის დამსახურებული მუშაკი.[1]

კუკური მგელაძე
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1915(1915-01-01)
გარდ. თარიღი 8 მაისი, 2002(2002-05-08) (87 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კუკური მგელაძემ დაამთავრა საზღვაო ტექნიკუმი 1935 წელს და მუშაობა დაიწყო ქალაქ ბაქოს გემსარემონტო ქარხანაში ჰიდროტექნიკოსად; 1936–37 წლებში იყო ქალაქ სოხუმის სამშენებლო ტრესტის ტექნიკოსი; 1937–38 წლებში იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში; 1938 წელს ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში; 1942 წელს ტყვედ ჩავარდა და მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იმყოფებოდა 1945 წლამდე; 1947 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი და დატოვებულ იქნა კათედრაზე ასისტენტად.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1955 წელს თემაზე: „მთიანი აფხაზეთის ცენტრალური ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“. პროფესორ ბორის დობრინინის ხელმძღვანელობით ჩაატარა სამეცნიერო ექსპედიციები აფხაზეთის ტერიტორიაზე. 1962–74 წლებში იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში მოცემულია აფხაზეთის მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები, ფიზიკური გეოგრაფიისა და ლანდშაფტმცოდნეობის თეორიული საკითხები. კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში, ტოპოგრაფია-კარტოგრაფიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში, ლანდშაფტმცოდნეობასა და ბიოგეოგრაფიაში.[1]

იყო ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო სიგელები.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ბუნებისმცოდნეობის საფუძვლები (თანაავტორი). თბილისი, განათლება, 1986;
  • ბიოგეოგრაფია. თბილისი, განათლება, 1983;
  • Природа Абхазии (თანაავტორი). Сухуми, Абгиз, 1961.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.