საიმონ კუზნეცი

(გადამისამართდა გვერდიდან კუზნეცი, საიმონ)

საიმონ სმიტ კუზნეცი (ინგლ. Simon Smith Kuznets; ბელარ. Сямён (Шымон) Абрамавіч Кузьнец; დ. 30 აპრილი, 1901, პინსკი — გ. 8 ივლისი, 1985, კემბრიჯი) — ამერიკელი ეკონომისტი, დემოგრაფი, სტატისტიკოსი და ეკონომიკის ისტორიკოსი. 1971 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის, როგორც ემპირიულ მეცნიერებად გადაქცევის საკითხში და რაოდენობითი ეკონომიკური ისტორიის განვითარებაში.[5]

საიმონ სმიტ კუზნეცი
მშობლიური სახელი

ინგლ. Simon Smith Kuznets

ბელარ. Сямён (Шымон) Абрамавіч Кузьнец
დაბ. თარიღი 30 აპრილი, 1901
დაბ. ადგილი პინსკი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 8 ივლისი, 1985
გარდ. ადგილი კემბრიჯი, აშშ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია და აშშ
საქმიანობა ეკონომისტი და სტატისტიკოსი
დამსაქმებელი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება[1] , მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაცია[1] , მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[2]
ჯილდოები ნობელის პრემია ეკონომიკაში (1971)
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხარკოვის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი Wesley Clair Mitchell
დოქტორანტი მილტონ ფრიდმანი, Jacob Schmookler, Richard Easterlin, Stanley Engerman, რობერტ ფოგელი, Subramanian Swamy, Lance Taylor, Robert E. Gallman, Yoram Ben-Porath, W. Lee Hansen[3] , Harley Henry Hinrichs[3] , Morris Hamburg[4] და J. Parker Bursk[4]

ბიოგრაფია

რედაქტირება

კუზნეცი დაიბადა 1901 წლის 30 აპრილს პინსკში (ამჟამინდელი ბელარუსი), ებრაულ ოჯახში. პატარაობიდანვე საუბრობდა იდიშზე და რუსულ ენებზე. მისი ოჯახი გარკვეული ხანი მინსკში ცხოვრობდა, სადაც მისი პატარა ძმაც დაიბადა, 1909 წელს გადასახლდნენ როვნოში, საიმონმა უფროს ძმასთან ერთად სწავლა საქალაქო სასწავლებელში დაიწყო. საარქივო მასალების მიხედვით, შიმენ აბრამოვ კუზნეცი ამ სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში 1910 წლის 14 აგვისტოს ჩაირიცხა გამოცდების შედეგად, თავის ძმაზე ერთი წლით გვიან, ოთხი კლასი კი 1915 წელს დახურა.

1918-1921 წლებში ხარკოვის კომერციულ ინსტიტუტში სწავლობდა ეკონომიკურ დისციპლინებს, სტატისტიკას, ისტორიასა და მათემატიკას. ინსტიტუტის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო პროფკავშირების ცენტრალურ საკავშირო საბჭოს შრომის განყოფილებაში,ს ადაც გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი: „ქალაქ ხარკოვის ფაბრიკა-ქარხნების მრეწველობის მომუშავეთა და მოსამსახურეთა ფულადი სახელფასო გასამრჯელო 1920 წელს.“ იკვლევდა სხვადასხვა სახის ფულადი გასამრჯელოების სისტემებს.[6] ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამ პერიოდში კუზნეცი ბუნდის (საყოველთაო ებრაული შრომითი კავშირი ლიტვაში, პოლონეთსა და რუსეთში) გავლენას განიცდიდა..[7][8][9][10]

1922 წელს, უფრო ძმასთან ერთად, პოლონეთის გავლით ნიუ-ორკში ემიგრირდა, სადაც მამამისი - ბანკის თანამშრომელი, აბრამ კუზნეცი უკვე 12 წელი იყო, რაც ცხოვრობდა. დედამისი, პეშა (პოლია) ფრიდმანი გაფანტული სკლეროზით იტანჯებოდა და ვარშავაში გარდაიცვალა, მასთან ერთად საიმონის უმცროსი ძმა - გრიშა იყო, რომელიც მამასა და უფრო ძმებს 1926 წელს შეუერთდა.[11]

ამერიკაში ცხოვრებისას სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში (ხელმძღვანელი უესლი კლერ მიტჩელი). ბაკალავრის ხარისხი 1923 წელს მიიღო, მაგისტრის - 1924 წელს, ფილოსოფიის დოქტორის - 1926 წელს.)[12] მაგისტრის ხარისხის მისაღებად კუზნეცმა ხარკოვში დაწერილი საკუთარი ნაშრომი: „დოქტორ შუმპეტერის ეკონომიკური სისტემა, წარმოდგენილი და გაანალიზებული“ წარადგინა და დაიცვა.[13][14] სადოქტორო ნაშრომად წარადგინა: „გრძელვადიანი ტენდენციები წარმოებასა და ფასებში“.

1927-1961 წლებში იყო ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს წევრი. ამავდროულად, 1930-1954 წლებში ასწავლიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტზე, 1954-1960 წლებში ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში, 1960-1971 წლებში კი ჰარვარდის უნივერსიტეტში.[15]

საიმონ კუზნეცი თანამშრომლობდა მთელ რიგ კვლევით ორგანიზაციებსა და მმართველ უწყებებთან. მეორე მსოფლიო ომი დროს დაგეგმარებისა და სტატისტიკის ბიუროს სამხედრო წარმოების საბჭოს დირექტორის მოადგილე იყო. 1936 წელს მონაწილეობდა შემოსავლებისა და კეთილდღეობის შემსწავლელი კონფერენციის დაგეგმვაში, რომლის მიზანიც აშშ-ის ეროვნული ანგარიშების სისტემის განვითარება იყო.

ბოლო პერიოდში, თანამშრომლობდა ტაივანის, იაპონიის, ინდოეთის, სამხრეთი კორეისა და ისრაელის მთავრობებთან. აქტიურად თანამშრომლობდა იელის უნივერსიტეტი ზრდის ცენტრთან, ასევე მორის ფალკის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტთან.

კუზნეცი გარდაიცვალა 1985 წლის 8 ივლისს, 84 წლის ასაკში.

ძირითადი ნაშრომები

რედაქტირება
  • „ეროვნული შემოსავალი და კაპიტალის ფორმირება, 1919–1935“. (1937)
  • „ეროვნული შემოსავალი და მისი კომპოზიცია, 1919–1938“. (1941)
  • „ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების უთანასწორობა“. „American Economic Review“ 45 (მარტი): 1–28. (1955)
  • „თანამედროვე ეკონომიკური ზრდა: შეფასება, სტრუქტურა და განაწილება“ (1966)
  • „ერების ეკონომიკური ზრდა: წარმოების საერთო მოცულობა და საწარმოო“.(1971)
  • „მოსახლეობა, კაპიტალი და ზრდა“. (1973)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 NNDB — 2002.
  2. https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
  3. 3.0 3.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
  4. 4.0 4.1 https://www.google.com/books/edition/Strength_in_Numbers_The_Rising_of_Academ/kPGJUiUCJZkC?hl=en&gbpv=1&pg=PA476
  5. აბრამოვიჩი მ., საიმონ კუზნეცი (1901–1985) // The Journal of Economic History, March 1986, v.46, no.1, p. 246.
  6. Кузнец С. Денежная заработная плата рабочих и служащих фабрично-заводской промышленности г. Харькова в 1920 г. // Материалы по статистике труда на Украине. Под ред. Зав. отд. труда И. Н. Дубинской. — Вып. 2. — Июль 1921 г. — С. 53—64. (Репринтная публикация Бизнес Информ[მკვდარი ბმული]. — № 9 — 10. — 2002 г.)
  7. E. Glen Weyl. Simon Kuznets, Cautious Empiricist of the Eastern European Jewish Diaspora. Introduction to Simon Kuznets «Jewish Economies: Development and Migration in America and Beyond» (volume 1: The Economic Life of American Jewry).
  8. Vibha Kapuria-Foreman, Mark Perlman. An Economic Historian's Economist: Remembering Simon Kuznets. The Economic Journal, 105 (November), 1524—1547, 1995; переиздано в Mark Perlman (1923—2006) «The Character of Economic Thought, Economic Characters, and Economic Institutions» (глава 17): The next, part two, deals with the evolution of his early Bundist thinking and his initial forays into economic data at the National Bureau.
  9. Eli Lederhendler. Orphans and Prodigies: Rediscovering Young Jewish Immigrant «Marginals» (2009) დაარქივებული 2015-10-05 საიტზე Wayback Machine. : Coming to write on Jewish topics rather late in life as he did, Kuznets betrayed in these essays little hint of the former youngster from Pinsk who was once drawn to radical Bundist ideas.
  10. Economics Broadly Considered: Essays in Honour of Warren J. Samuels (edited by Jeff E. Biddle, John B. Davis, Steven G. Medema, стр. 138). Mark Perlman «Two phases of Kuznets's interest in Schumpeter»: In 1917 it worked out that the Jewish Bund, which held Kuznets's sympathies, was outmaneuvered by Lenin.
  11. Генеалогическое древо семьи Кузнец: Девичья фамилия матери в различных источниках указана как Фридман и Фрейдман.
  12. Simon Kuznets — Biographical
  13. Московкин В. М., Михайличенко Д. Ю. Саймон Кузнец и харьковская высшая экономическая школа начала ХХ ст. // В кн.: Кузнец С. Экономическая система д-ра Шумпетера, излагаемая и критикуемая, Перлман М. Две фазы заинтересованности Кузнеца Шумпетером / Сост. докт. геогр. н., проф. В.М. Московкин, канд. ист. н. Д.Ю. Михайличенко, перев. Е.Е. Перчик; Под ред. докт. экон. н., проф. В.С. Пономаренко. — Х.: ИД «ИНЖЕК», 2013. — С. 11.PDF
  14. Perlman M. Two phases of Kuznets's interest in Schumpeter // In: Samuels, Warren, Economics Broadly Considered : Essays in Honor of Warren J. Samuels, edited by Jeff Е. Biddle, John В . Davis, and Steven G. Medema. – Routledge : London, 2001. — Р. 131.
  15. Simon Kuznets