კუბის რევოლუციის ქრონოლოგია
კუბის რევოლუცია — შეიარაღებული ბრძოლა კუბაში ფულხენსიო ბატისტას ხელისუფლების დასამხობად. რევოლუცია დაიწყო 1953 წლის 26 ივლისს მონკადას ყაზარმაზე თავდასხმით და დასრულდა 1959 წლის 1 იანვარს ფულხენსიო ბატისტას ქვეყნიდან გაქცევით და ფიდელ კასტროს მეთაურობით ახალი მთავრობის ჩამოყალიბებით.
1952
რედაქტირება- 1952 წლის მარტში კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ბატისტამ, არმიის მხარდაჭერით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება.
1953
რედაქტირება- 1953 წლის 26 ივლისს 165 რევოლუციონერი ფიდელ კასტროს მეთაურობით სანტიაგო-დე-კუბაში თავს დაესხა მონკადას ყაზარმას.
- 1953 წლის 16 ოქტომბერს ფიდელ კასტრომ სასამართლო პროცესზე წაროთქვა თავისი ცნობილი სიტყვები „ისტორია მე გამამართლებს”.
1954
რედაქტირება- 1954 წლის სექტემბერში ჩე გევარა ჩავიდა მექსიკაში.
- 1954 წლის ნოემბერში ბატისტამ დაითხოვა პარლამენტი და არჩეული იქნა კონსტიტუციური პრეზიდენტი ოპოზიციის გარეშე.
1955
რედაქტირება- 1955 წლის მაისში კასტრო და მისი მოძრაობის წევრები შეიწყალა ბატისტამ.
- 1955 წლის ივნისში ძმებმა ფიდელ და რაულ კასტრომ მეხიკოში გაიცნეს ჩე გევარა.
1956
რედაქტირება- 1956 წლის 25 ნოემბერს ფიდელ კასტრო, რაულ კასტრო და ჩე გევარა 80 მეამბოხესთან ერთად მექსიკიდან კუბაის მიმართულებით გაემგზავრნენ იახტა „[[გრანმა (იახტა)|გრანმათი”.
- 1956 წლის 2 დეკემბერს გრანმა მიადგა ორიენტეს პროვინციის სანაპიროს.
1957
რედაქტირება- 1957 წლის 17 იანვარს, ამბოხებულებმა ფიდელ კასტროს მეთაურობით წარმატებით განახორციელეს პირველი შეტევითი ოპერაცია — ამბოხებულები თავს დაესხნენ პატარა ყაზარმას მდინარე ლა-პლატას სანაპიროსთან.
- 1957 წლის 13 მარტს, „რევოლუციური დირექტორატის” წევრები თავს დაესხა პრეზიდენტის სასახლეს და ერთ-ერთ რადიოსადგურს; თავდამსხმელთა უმრავლესობა დაიღუპა პოლიციასთან და არმიის ნაწილებთან ბრძოლაში.
- 1957 წლის 28 მაისს, ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს ელ-უვეროსთან ბრძოლაში.
- 1957 წლის 30 ივლისს სანტიაგო-დე-კუბაში პოლიციის მიერ მუკლული იქნა ფრანკ პაისი.
1958
რედაქტირება- 1958 წლის თებერვალში რაულ კასტროს მეთაურობითსიერა-კრისტალის მთის მასივში გაიხსნა „აღმოსავლეთის მეორე ფრონტი”.
- 1958 წლის 13 მარტს აშშ-მ შეწყვიტა ბატისტას სამხედრო ძალებზე იარაღის მიწოდება.
- 1958 წლის 17 მარტს კასტრო მოუწოდებს საერთო აჯანყებისკენ.
- 1958 წლის მაისში ბატისტამ სიერა-მაესტრას მთებში გააგზავნა 10 000 ჯარისკაცი 300 მეამბოხის გასანადგურებლად. აგვისტოში ამბოხებულებმა დაამარცხეს სახელისუფლებო ჯარები და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით იარაღი.
- 1958 წლის 1 ნოემბერს კუბური თვითმფრინავი, რომელიც მაიამიდან ჰავანაში მიფრინავდა ამბოხებულებმა გაიტაცეს.[1]
- 1958 წლის დეკემბერში ჩე გევარა ხელმძღვანელობს აჯანყებულების თავდასხმას სანტა-კლარაზე.
- 1958 წლის 28 დეკემბერს ამბოხებულებმა ჩე გევარას მეთაურობით აიღეს სანტა-კლარა.
- 1958 წლის 31 დეკემბერს ამბოხებულებმა კამილო სიენფუეგოსის მეთაურობით გამარჯვება მოიპოვა იაგუახაიში.
1959
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Accident details planecrashinfo.com