კროზეს კუნძულები (ან კროზეს არქიპელაგი) (ფრანგ. Îles Crozet) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, რომელიც შედის საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში.

კროზეს კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Crozet

კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 46°24′41″ ს. გ. 51°45′22″ ა. გ. / 46.41139° ს. გ. 51.75611° ა. გ. / -46.41139; 51.75611
კუნძულთა რაოდენობა 6
მთავარი კუნძული პოსეშენი
ფართობი 353 კმ²
უმაღლესი წერტილი 1050 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
კროზეს კუნძულები — ინდოეთის ოკეანე
კროზეს კუნძულები

გეოგრაფია

რედაქტირება

არქიპელაგი შედგება ექვსი ვულკანური კუნძულისაგან და მათი გარშემორტყმული უმნიშვნელო რაოდენობის მომცრო კუნძულებისაგან და კლდეებისაგან. მანძილი ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძულსა და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულს შორის შეადგენს 100 კმ-ზე მეტს.

არქიპელაგის შემადგენლობა

რედაქტირება
კუნძულების ჩამონათვალი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ
კუნძული ფართობი
(კმ²)
სიმაღლე
(მ)
ყველაზე მაღალი მთა კოორდინატები
ქართული დასახელება ფრანგული დასახელება
დასავლეთის ჯგუფი
1 ღორების კუნძული Île aux Cochons 67 826 რიკო-ფუა 46°06′ ს. გ. 50°14′ ა. გ. / 46.100° ს. გ. 50.233° ა. გ. / -46.100; 50.233
2 ტალღების გმირი
ანუ მკვდარი კლდე
Brisants de l’Héroïne
ანუ Rochers de la Meurthe
0 5 46°13′ ს. გ. 50°22′ ა. გ. / 46.217° ს. გ. 50.367° ა. გ. / -46.217; 50.367
3 პინგვინის კუნძული Île des Pingouins 3 340 მონტ-მანკოტი 46°27′ ს. გ. 50°23′ ა. გ. / 46.450° ს. გ. 50.383° ა. გ. / -46.450; 50.383
4 აპოსტოლების კუნძული Îlots des Apôtres 2 289 მონტ-პიერი 45°58′ ს. გ. 50°27′ ა. გ. / 45.967° ს. გ. 50.450° ა. გ. / -45.967; 50.450
აღმოსავლეთის ჯგუფი
5 პოსეშენი Île de la Possession 150 934 მასკარინის პიკი 46°24′ ს. გ. 51°46′ ა. გ. / 46.400° ს. გ. 51.767° ა. გ. / -46.400; 51.767
6 აღმოსავლეთის კუნძული
ანუ აღმოსავლეთ კროზე
Île de l’Est 130 1050 მარიონ დიუფრანი 46°26′ ს. გ. 52°18′ ა. გ. / 46.433° ს. გ. 52.300° ა. გ. / -46.433; 52.300
კროზეს კუნძულები 352 1050 მარიონ დიუფრანი ს. გ. 45°57'-დან 46°29’-მდე
ა. გ. 50°10'-დან 52°19’-მდე

გეოლოგია

რედაქტირება

კუნძულების ირგვლივ არსებული ზღვის ფსკერის მაგნიტური ანომალიის ანალიზმა აჩვენა, რომ კროზეს პლატო, რისი მეშვეობითაც კუნძულებმა ამოიწია ზღვის დონეზე მაღლა, შეიქმნა დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ. კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა; ასევე აღმოჩენილი იქნა ბაზალტის ფენები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მინიმუმ 8,8 მილიონი წლის წინ.

კროზეს კუნძულებზე არ არსებობენ მყინვარებით, მაგრამ კლიმატი ნოტიო და ქარიანია. ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2000 მილიმეტრს წელიწადში, უპირატესად წვიმის სახით. არქიპელაგზე 300 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მოდის წვიმა. წელიწადში 100 დღეზე მეტი ქარის დღის საშუალო სიჩქარე აჭარბებს 100 კმ/სთ-ს.

ჰაერის ტემპერატურა მერყეობს ზამთარში −5 °С-დან ზაფხულში +18 °C-მდე. თვის საშუალო ტემპერატურებია — +2 °С-დან +11 °C-მდე.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

კუნძულებზე იმყოფება ოქროსთმიანი პინგვინების და სამეფო პინგვინების დიდი პოპულაცია. პინგვინების სხვა სახეობები (პაპუანური პინგვინი) წარმოდგენილია მცირე კოლონიებით.

პინგვინების გარდა არქიპელაგზე ბინადრობენ სელაპები, ხოლო ზღვის ფრინველებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია ქარიშხალები და ალბატროსები.

კროზეს არქიპელაგი 1938 წლიდან გამოცხადებულია ნაკრძალად. არქიპელაგის ირგვლივ არსებულ წყლებს აკონტროლებენ ფრანგი სამხედროები და გრინპისი.

კროზეს არქიპელაგი 1772 წლის 24 იანვარს აღმოაჩინა ფრანგმა კაპიტანმა მარკ-ჟოზე მარიონ დიუფრანმა. პოსეშენის კუნძულზე გადმოსვლისას მან კუნძულები გამოაცხადა საფრანგეთის საკუთრებად, ხოლო არქიპელაგს თავისი დამხმარის — ჟიულ კროზეს პატივსაცემად დაარქვა მისი სახელი, რადგანაც მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე მან აღმოაჩინა და საკუთარი თავის პატივსაცემად დაარქვა კუნძული მარიონი.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებს ხშირად სტუმრობდნენ ვეშაპის დამჭერები და სელაპებზე მონადირეები.

1955 წელს საფრანგეთმა არქიპელაგი გამოაცხადა თავისი სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილად.

მოსახლეობა

რედაქტირება

კროზეს კუნძულები დაუსახლებელია. პოსეშენის კუნძულზე მდებარეობს პოლარული სამეცნიერო სადგური ალფრედ ფო (Alfred Faure) 20—30 თანამშრომლით, რომელსაც სახელი ეწოდა მისი პირველი ხელმძღვანელის პატივსაცემად. სხვა კუნძულებს ზოგჯერ სტუმრობენ სამეცნიერო ექსპედიციები. ერთდროულად არქიპელაგზე იმყოფება სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის არაუმეტეს 50 წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება