კრისტინა დე სალმი
კრისტინა დე სალმი (ფრანგ. Cristine de Salm; დ. 1575 — გ. 31 დეკემბერი, 1627) — ლოთარინგიის ჰერცოგინია 1625 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე როგორც ფრანსუა II-ის მეუღლე. ლოთარინგიის ორი ჰერცოგის: შარლ IV-ისა და ნიკოლა II-ის დედა.
კრისტინა დე სალმი | |
---|---|
ლოთარინგიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ნოემბერი, 1625 |
მმართ. დასასრული: | 1 დეკემბერი, 1625 |
წინამორბედი: | მარგერიტა გონძაგა |
მემკვიდრე: | ნიკოლ ლოთარინგიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1575 |
გარდ. თარიღი: | 31 დეკემბერი, 1627 |
მეუღლე: | ფრანსუა II, ლოთარინგიის ჰერცოგი |
შვილები: |
შარლ IV, ლოთარინგიის ჰერცოგი ნიკოლა II, ლოთარინგიის ჰერცოგი მარგარიტა, ორლეანის ჰერცოგინია |
დინასტია: | სალმები |
მამა: | პოლ დე სალმი |
დედა: | მარი დე ტილიერი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკრისტინა დაიბადა 1575 წელს. იგი იყო სალმის გრაფ პოლ დე სალმისა და მისი მეუღლის, გრაფინია მარი დე ტილიერის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ერთმანეთისათვის მეორე თაობის ბიძაშვილები იყვნენ.
1597 წელს კრისტინა დააქორწინეს ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ის უმცროს ვაჟ ფრანსუაზე. ვინაიდან ფრანსუა არ იყო ტახტის მემკვიდრე, შარლ III-მ მისი კრისტინას მსგავსი, შედარებით დაბალი წარმომავლობის ქალზე დაქორწინება დასაშვებად მიიჩნია. ფრანსუასა და კრისტინას ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ოთხმა მიაღწია სრულწლოვანებამდე.
კრისტინას მაზლს, ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ს ვაჟები არ ჰყავდა, თუმცა ცოლთან, მარგერიტა გონძაგასთან ორი ჯანმრთელი გოგონა შეეძინა. იმისათვის, რომ ლოთარინგიის დინასტიის ძირითადი ხაზი გაგრძელებულიყო ტახტი ფრანსუას ვაჟებს უნდა დაეკავებინათ, მაგრამ ანრის სურდა, რომ ტახტზე მისი ქალიშვილები ასულიყვნენ. სწორედ ამიტომ, მათ შუალედური გამოსავალი მოძებნეს და კრისტინას ვაჟები ანრის ქალიშვილებზე დააქორწინეს.
1625 წლის 25 ნოემბერს, ანრი II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ფრანსუა II ავიდა, რითაც კრისტინა ლოთარინგიის ჰერცოგინია გახდა. აბსოლუტურად უამბიციო ფრანსუა ამავე წლის 1 დეკემბერს გადადგა ტახტიდან თავისი ვაჟის, შარლ IV-ის სასარგებლოდ. ამის შემდეგ მათ დაიბრუნეს ვერმონტის გრაფისა და გრაფინიის წოდება და უკანასკნელი წლები სიმშვიდეში გაატარეს.
კრისტინა გარდაიცვალა 1627 წლის 31 დეკემბერს. ამის შემდეგ ფრანსუას ახალი ცოლი აღარ შეურთავს და იგი 1632 წელს გარდაიცვალა.
შვილები
რედაქტირება- ანრი (1602-1611), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- შარლ IV (1604-1675), ლოთარინგიის ჰერცოგი 1625-1634 და 1661-1675 წლებში. პირველად იქორწინა ნიკოლ ლოთარინგიელზე, რომელიც მალევე უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც მეორედ დაქორწინდა ბეატრიქს დე კუზანსზე, რომელთანაც შეეძინა შვილები, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ იგი მესამედ დაქორწინდა მარი ლუიზ დ’ასპრემონზე;
- ანრიეტა (1605-1660), ცოლად გაჰყვა ლექსინის მთავარ ლუი დე გიზს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ნიკოლა (1609-1670), ლოთარინგიის ჰერცოგი 1634 წელს. ცოლად შეირთო კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი შარლ V;
- მარგარიტა (1615-1672), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ვაჟს, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- კრისტინა (1621-1622), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
-
ნიკოლა ფრანსუა ლოთარინგიელი
-
მარგარიტა ლოთარინგიელი
ლიტერატურა
რედაქტირება- Saint-Mauris, Victor de (1861). Etude historiques sur l'ancienne Lorraine (in French). 2. Vagner. p. 76.
- De la Chesnaye des Bois, François-Alexandre Aubert (1775). Dictionnaire de la noblesse (in French). 9 (2nd ed.). Paris: Antoine Boudet. p. 142.
- Carl Eduard Vehse, Memoirs of the Court, Aristocracy, and Diplomacy of Austria, Vol. 2, (Longman, Brown, Green and Longmans, 1856), 40.