კრაგუევაცის უნივერსიტეტი

კრაგუევაცის უნივერსიტეტი (სერბ. Универзитет у Крагуjeвцу / Univerzitet u Кrаgujеvcu) — საჯარო უნივერსიტეტი სერბეთის ქალაქ კრაგუევაცში. ის დაარსდა 1976 წელს და თავდაპირველად შედგებოდა 12 ფაკულტეტისგან. ის სტუდენტებს სთავაზობს 118 სასწავლო პროგრამას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის, საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებების, ასევე მედიცინის, საინჟინრო მეცნიერებებისა და ხელოვნების დარგებში. 2018-2019 წლების სასწავლო წლის მონაცემებით, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, ასევე გადამზადების კურსებზე ჯამში 14 000 ადამიანი სწავლობდა.[2]

კრაგუევაცის უნივერსიტეტი
სერბ. Универзитет у Крагуjeвцу
Univerzitet u Кrаgujеvcu
University Svetozar Markovic.jpg
Coat of Arms of Kragujevac University.png
დაფუძნდა 1976 წლის 21 მაისი
ტიპი საჯარო
თანამშრომელი 1,200 (2019–20)[1]
რექტორი ნენად ფილიპოვიჩი
სტუდენტი 14 053 (2018–2019)[2][3]
ბაკალავრი 11 709 (2018–2019)[3]
მაგისტრანტი 1 628 (2018–2019)[3]
დოქტორანტი 716 (2018–2019)[3]
მდებარეობა 44°01′24″ ჩ. გ. 20°55′19″ ა. გ. / 44.023417° ჩ. გ. 20.921972° ა. გ. / 44.023417; 20.921972
ქალაქი კრაგუევაცი
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4]
http://www.kg.ac.rs/

კრაგუევაცის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლებით, რომელთაგან ორი ქალაქ კრაგუევაცში, თითო-თითო კი უჟიცეში, ჩაჩაკსა და კრალევოშია განთავსებული. საერთო ჯამში საცხოვრებლებში 1 400-ზე მეტ სტუდენსტს შეუძლია იცხოვროს.[5][6]

ისტორიარედაქტირება

კრაგუევაცის უნივერსიტეტი სერბეთის სამთავროს ლიცეუმის ადგილას შეიქმნა. ეს ლიცეუმი მთელი სერბეთის სამთავროს მასშტაბით პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. ის შეიქმნა პრინც მილოშ ობრენოვიჩის განკარგულებით 1838 წლის 1-ელ ივლისს.[7] მას შემდეგ, რაც სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი გახდა, ლიცეუმი სამინისტროებთან ერთად ბელგრადში გადაიტანეს. 1863 წელს ლიცეუმს სახელი შეეცვალა და ეწოდა ბელგრადის უმაღლესი სასწავლებელი, 1905 წელს კი ბელგრადის უნივერსიტეტი გახდა.[8]

დღესდღეობით კრაგუევაცის უნივერსიტეტი მოიცავს თორმეტ ფაკულტეტს, სადაც 14 000 სტუდენტი სწავლობს და 1 200 პროფესორი და ასოცირებული პირია. ის სტუდენტებს სთავაზობს 118 პროგრამას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე. დღეისთვის უნივერსიტეტი დაასრულა 33 000-ზე მეტმა პირმა, 1000-ზე მეტმა მაგისტრის ხარისხი მიიღო, ხოლო 800-ზე მეტმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.[9]

ორგანიზაციარედაქტირება

ფაკულტეტებირედაქტირება

ქალაქ კრაგუევაცში სულ კრაგუევაცის უნივერსიტეტის ექვსი ფაკულტეტი მდებარეობს. დანარჩენი ექვსი განთავსებულია მეზობელ ქალაქებსა და მცირე ტიპის დასახლებებში. კრაგუევაცის უნივერსიტეტის ფაკულტეტები 2018–2019 სასწავლო წლის მონაცემებით, ადგილმდებარეობის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურებოდა:[3][10]

ფაკულტეტი მდებარეობა აკადემიური პერსონალი სტუდენტები
ეკონომიკის ფაკუტეტი კრაგუევაცი 67 2 453
მედიცინის ფაკუტეტი კრაგუევაცი 278 1 881
ფილოლოგიისა და ხელოვნების ფაკუტეტი კრაგუევაცი 175 1 667
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკუტეტი კრაგუევაცი 200 1 587
ინჟინერიის ფაკუტეტი კრაგუევაცი 74 1 515
სამართლის ფაკუტეტი კრაგუევაცი 53 1 289
ტექნიკური მეცნიერებების ფაკუტეტი ჩაჩაკი 82 987
პედაგოგოიკის ფაკუტეტი იაგოდინა 54 865
სასტუმროების მენეჯმენტისა და ტურიზმის ფაკუტეტი ვრნიაჩკა ბანია 32 577
მექანიკის ფაკუტეტი კრალიევო 35 516
პედაგოგიკის ფაკუტეტი უჟიცე 54 424
აგრონომიის ფაკუტეტი ჩაჩაკი 40 252
სულ 1 121 14 053

პუბლიკაციებირედაქტირება

 
მედიცინის ფაკულტეტი
 
ტექნიკური მეცნიერებების ფაკულტეტი

კრაგუევაცის უნივერსიტეტი სისტემატიურად გამოსცემს ორ ჟურნალს: „MATCH“ არის მათემატიკური კომუნიკაციებისა და კომპიუტერული ქიმიის ჟურნალი, ხოლო „LIPAR“ ლიტერატურის, ენებისა და ხელოვნებისა და კულტურის ჟურნალია.[11] 2003 წლიდან კრაგუევაცის უნივერსიტეტი და კრაგუევაცის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთობლივად გამოსცემენ ჟურნალ MATCH-ს. იგი გამოიცემა წელიწადში სამჯერ, ორ ტომად. ის მოხსენიებულია მეცნიერების ქსელსა და ჟურნალების ციტატების მომხსენებელში (JCR), სადაც მისი გავლენის ფაქტორი 2015 წლისთვის 3.858-ით შეაფასეს.[12] მეორე ჟურნალი პირველად 2012 წელს გამოიცა, წელიწადში სამჯერ. სერბეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამინისტრომ 2014 წელს ჟურნალი LIPAR ეროვნული მნიშვნელობის ჟურნალად დაასახელა.[13] დამატებით, საერთო ჯამში, კრაგუევაცის უნივერსიტეტში 17 ჟურნალი გამოიცემა.

კრაგუევაცის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა დაარსდა 1977 წლის 6 მაისს.

საერთაშორისო თანამშრომლობარედაქტირება

კრაგუევაცის უნივერსიტეტი არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ასევე ბალკანეთის რექტორთა კონფერენციის, დუნაის რექტორთა კონფერენციის, ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტების საზოგადოების, უნივერსიტეტთა მსოფლიო ასოციაციისა და იუნესკოს საუნივერსიტეტო ქსელის წევრი. ზოგადად კრაგუევაცის უნივერსიტეტი, ცალკეულ ფაკულტეტებთან ერთად ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში, როგორებიცაა: ტემპუსი, ერასმუს +, ერასმუს მუნდუსი, ევროპის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაცია, ცენტრალური ევროპის სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, მსოფლიოს უნივერსიტეტის სერვისი. კრაგუევაცის უნივერსიტეტს აკადემიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დადებული აქვს 77 საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუებთან, რომლებიც მდებარეობენ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ბელარუსში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ისრაელში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში, ნორვეგიაში, რუსეთის ფედერაციაში, შვეიცარიასა და უკრაინაში.

სქოლიორედაქტირება

  1. ИНФОРМАТОР O РАДУ УНИВЕРЗИТЕТА У КРАГУЈЕВЦУ sr. kg.ac.rs. ციტირების თარიღი: 8 December 2019
  2. 2.0 2.1 Уписани студенти, 2018/2019. школска година sr. Statistical Office of the Republic of Serbia (29 November 2019). ციტირების თარიღი: 30 June 2019
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Високо образовање 2018/2019. sr (PDF). Statistical Office of Serbia. ციტირების თარიღი: 21 December 2019
  4. https://eua.eu/about/member-directory.html
  5. КОНКУРС ЗА ПРИЈЕМ СТУДЕНАТА ВИСОКОШКОЛСКИХ УСТАНОВА У РЕПУБЛИЦИ СРБИЈИ У УСТАНОВЕ ЗА СМЕШТАЈ И ИСХРАНУ СТУДЕНАТА ЗА ШКОЛСКУ 2019/2020. ГОДИНУ sr (PDF). ციტირების თარიღი: 22 December 2019
  6. STUDENTSKI DOM KRALJEVO. ციტირების თარიღი: 22 December 2019
  7. Petrović, G. and Petrović, A. (2011) The Mirror of Reminiscence - 35 Years of University of Kragujevac, University of Kragujevac, Kragujevac, p. 6
  8. Ekonomski fakultet Univerziteta u Kragujevcu. (2010) 50 godina znanja: Ekonomski fakultet Kragujevac 1960-2010, Ekonomski fakultet u Kragujevcu, Kragujevac, p. 16
  9. About University. University of Kragujevac. ციტირების თარიღი: 2016-11-26
  10. City Tourist Organization Kragujevac. City Tourist Organization Kragujevac. ციტირების თარიღი: 2016-12-06
  11. University journals. University of Kragujevac. ციტირების თარიღი: 2016-11-26
  12. Journal MATCH. Journal MATCH. ციტირების თარიღი: 2016-12-06
  13. Journal LIPAR. Journal LIPAR. ციტირების თარიღი: 2016-12-06