კორნელი ჩალაძე
ქართველი პოლკოვნიკი, თბილისის შსს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის I მოადგილე
კორნელი ჩალაძე (დ. 1 აპრილი, 1949, სოფ. ურავი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 1995 თბილისი) — ქართველი პოლკოვნიკი, თბილისის შსს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის I მოადგილე.
კორნელი ჩალაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1949 |
დაბადების ადგილი | ამბროლაური, სოფ. ურავი |
გარდაცვალების თარიღი | 1995 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
წოდება | პოლიციის პოლკოვნიკი |
თანამდებობა | თბილისის შსს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე |
ბრძოლები/ომები | აფხაზეთის ომი |
ჯილდოები |
კარიერა
რედაქტირებაკორნელი ჩალაძე იყო საქართველოში მართლწესრიგის განმტკიცებისათვის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების მონაწილე, სოხუმის ყოფილი კომენდანტი, თბილისის შსს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე.
დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
ჯილდოები
რედაქტირებასაინტერესო ცნობები
რედაქტირება- ქ. თბილისში მარშალ-არჩილ გელოვანისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის დამაკავშირებელია კორნელი ჩალაძის სახელობის ქუჩა, სადაც მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.
- 1999 წელს კორნელი ჩალაძის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისმა მეუღლემ ნინო გვენცაძე-ჩალაძემ გამოსცა წიგნი სადაც 50 ლექსით მიულოცა დაბადების დღე.
- ედუარდ შევარდნაძე კორნელი ჩალაძის შესახებ:
კორნელი ჩალაძეს მე ვიცნობ როგორც მებრძოლს, ქვეყნისათვის თავგანწირულ ჯარისკაცს. ასეთი მახსოვსდ მე იგი აფხაზეთიდან, დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის დღეებიდან. მას სიცოცხლისათვის სარისკო არა ერთი დავალება შეუსრულებია და ასევე გმირულად მუშაობდა დედაქალაქში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 343, ISBN 978-99928-20-35-3.
- ვ. გობეჯიშვილი, „ჩემი თვალით დანახული რაჭა“ თბ., 2017, გვ. 491.
- „მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და სტაბილურობისთვის“ 1995, 7 მარტი
- „შენ, რაჭა და აფხაზეთი“, ნინო გვენცაძე-ჩალაძე, თბილისი 1999. გვ. 2/3.