კრის კორნელი

(გადამისამართდა გვერდიდან კორნელი, კრის)

კრის კორნელი (ნამდვილი სახელი და გვარი კრისტოფერ ჯონ ბოილი; დ. 20 ივლისი, 1964 — გ. 18 მაისი, 2017[1]) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ცნობილი, როგორც სიეტლური როკ-ჯგუფ Soundgarden-ის რიტმული გიტარისტი/სიმღერების ავტორი და Audioslave-ის სიმღერების ავტორი/წამყვანი ვოკალისტი. ცნობილია თავისი სოლო შემოქმედებითაც, საუნდტრეკებისთვის დაწერილი სიმღერებით და მეგობრის, ენდრიუ ვუდის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროექტით Temple of the Dog.

კრის კორნელი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კრისტოფერ ჯონ ბოილი
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1964
დაბ. ადგილი სიეტლი, ვაშინგტონის შტატი, აშშ
გარდ. თარიღი 18 მაისი, 2017 (52 წლის)[1]
გარდ. ადგილი დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
დასაფლავებულია Hollywood Forever Cemetery
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 1984–2017
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი chriscornell.com
კრის კორნელი ვიკისაწყობში

კორნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა 1990-იანების გრანჟის მოძრაობაში, უამრავი საავტორო სიმღერით და თითქმის ოთხოაქტავიანი ვოკალური დიაპაზონით[4], ე.წ. „ბელტინგის“ ელემენტებით. გამოცემული აქვს ოთხი სოლო ალბომი - Euphoria Morning (1999), Carry On (2007), Scream (2009), Higher Truth (2015) და ცოცხალი Songbook (2011). მიღებული აქვს ოქროს გლობუსი სიმღერისთვის „The Keeper“ (ფილმიდან „მოქადაგე იარაღით“) და არის ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმის „კაზინო როიალი“ თემატური სიმღერის, „You Know My Name“, შემსრულებელი. ჟურნალის Guitar World მკითხველების გამოკითხვით[5] იგი როკის უდიდესი ვოკალისტების სიაში მოხვდა, Hit Parader-ის „მძიმე მეტალის ყველა დროის 100 ვოკალისტის სიაში“ მეოთხე ადგილი დაიკავა[6], Rolling Stone-ის „ყველა დროის საუკეთესო წამყვანი ვოკალისტების სიაში“ — #9[7] და #12 — MTV-ის „მუსიკაში 22 უდიდესი ხმის“ სიაში.[8]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კორნელი თავდაპირველად იყო ქორწინებაში სიუზენ სილვერთან, Alice in Chains-ის და Soundgarden-ის მენეჯერთან.[9] მათ ეყოლათ ქალიშვილი, ლილიან ჯინი (2000).[9] სილვერს კორნელი დაშორდა 2004 წელს.[9] 2008 წლის დეკემბერში მან საკუთარ საიტზე დაწერა, რომ ქონების გაყოფისას, ოთხწლიანი სასამართლო დავის შემდეგ დაიბრუნა 15 გიტარა.[10]

კორნელის მეორე ქორწინება იყო ვიკი კარაიანისთან[11][12], პარიზში მცხოვრებ ბერძნული წარმოშობის ამერიკელ პუბლიცისტთან. მათ ეყოლათ ქალიშვილი, ტონი (2004) და ვაჟი, კრისტოფერ ნიკოლასი (2005).[13] მეუღლის გავლენით, კორნელი მოინათლა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.[14]

როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ დაამარცხა პრობლემები ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან, კრისმა უპასუხა: „დიდი დრო გავიდა, სანამ მივხვდი, რომ ფხიზლად ყოფნა უკეთესი იყო. რეაბილიტაციამ, უნდა ვაღიარო, მიშველა;... მომაშორა ყოველდღიური დეპრესიებისგან, სმისგან ან ნარკოტიკების მიღების მცდელობისგან, იმდენად მარტივად გიხსნიან, რომ ნებისმიერი იდიოტი მიხვდება და უბრალოდ მთავრდება, მაგრამ, მთავარია - და ეს ყველაზე  ... უბრალოდ უნდა გსურდეს და აღარ აკეთო ის საშინელება, თორემ ვეღარ გაჩერდები და მოგკლავს“.[15]

2011 წლის ინტერვიუში კრისმა აღნიშნა, რომ Soundgarden-თან დაკავშირებული მთავარი ცვლილება არის უალკოჰოლობა: „უდიდესი განსხვავება, რასაც ვამჩნევ ... და ამაზე არც გვისაუბრია. არსად გვაქვს Jack Daniel's-ის ბოთლები ან ლუდი. და არც გვიხსენებია ... უბრალოდ არ არის“.[16]

გარდაცვალება

რედაქტირება

2017 წლის 17 მაისს კორნელი გარდაცვლილი იპოვეს დეტროიტის MGM Grand-ის ნომრის სააბაზანო ოთახში, Soundgarden-თან ერთად ფოქსის თეატრში გამართული კონცერტის შემდეგ. დადასტურდა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. კორნელი 52 წლის იყო.[17][18] ჯგუფთან ერთად გამართული უკანასკნელი კონცერტის კადრები გავრცელდა YouTube-ზე.[19]

დისკოგრაფია

რედაქტირება

კორნელს გამოცემული აქვს ხუთი სოლო ალბომი. Soundgarden-თან მას ჩაწერილი აქვს ექვსი სტუდიური ალბომი, ხუთი EP და გამოცემული აქვს ორი საუკეთესო ჰიტების კომპილაცია. Audioslave-თან ერთად კრისმა ჩაწერა სამი სტუდიური ალბომი, ხოლო Temple of the Dog-თან — ერთი. მიუხედავად ამ ვრცელი დისკოგრაფიისა, გამოცემული აქვს მხოლოდ ერთი კომპილაცია, რომელიც მიმოიხილავს მის კარიერას. აგრეთვე იყო Screaming Trees-ს ალბომის პროდიუსერი. მისი მუსიკა აგრეთვე შეტანილია ერთ მიქსტეიპზე.

სოლო ალბომები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-16. ციტირების თარიღი: 2017-05-18.
  2. 2.0 2.1 Chris Cornell Tickets in Boston Massachusetts, Dallas Texas, Nashville Tennessee, Chicago Illinois, Denver Colorado, & Los Angeles California (June 6, 2015). ციტირების თარიღი: July 20, 2016.
  3. Costa, Emilia. (October 22, 2009) Chris Cornell Rocks Grand Opening of Hard Rock Cafe Las Vegas!. Spin. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 3, 2015. ციტირების თარიღი: July 2, 2015.
  4. Gundersen, Edna (March 24, 2009). „Chris Cornell takes another sonic shift with 'Scream'. USA Today. ციტირების თარიღი: April 29, 2009.
  5. Guitar World Readers Vote Soundgarden's Chris Cornell Rock's Greatest Singer. Guitar World (November 1, 2013).
  6. "Heavy Metal's All-Time Top 100 Vocalists". Hit Parader. November 2006
  7. Rolling Stone Readers Pick the Best Lead Singers of All Time. Rolling Stone.
  8. Listology:MTV's 22 Greatest Voices in Music. Listology (March 8, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 21, 2011. ციტირების თარიღი: მაისი 18, 2017.
  9. 9.0 9.1 9.2 Chris Cornell, Singer with Soundgarden and Audioslave, Dies at 52. Billboard. ციტირების თარიღი: May 18, 2017
  10. Chris Cornell Celebrates The Return of His Guitars. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 2017-05-19.
  11. „Chris Cornell Wives & Children“. Daily Entertainment News. ციტირების თარიღი: April 4, 2017.
  12. „Cornell Loses $30,000 in Argentine Flood“. San Francisco Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 28, 2008. ციტირების თარიღი: April 4, 2008.
  13. Chris Cornell's wife has a baby. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2008. ციტირების თარიღი: April 11, 2008
  14. Sanidopoulos, John. (June 26, 2012) Musicians Who Are Converts to Orthodox Christianity | MYSTAGOGY RESOURCE CENTER. ციტირების თარიღი: July 20, 2016
  15. Rock N Roll Experience's interview w/ Chris Cornell. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 21, 2007. ციტირების თარიღი: July 20, 2016
  16. 3 News New Zealand interview with Chris Cornell. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 29, 2013. ციტირების თარიღი: მაისი 19, 2017.
  17. Soundgarden Singer Chris Cornell Committed Suicide By Hanging, Medical Examiner Rules (May 18, 2017). ციტირების თარიღი: May 18, 2017
  18. Chris Cornell: Soundgarden star dies of 'hanging by suicide' (May 18, 2017). ციტირების თარიღი: May 18, 2017
  19. Watch Chris Cornell's Final Soundgarden Performance. RollingStone.com. ციტირების თარიღი: May 18, 2017