კორისკო
კორისკო (ყოფილი მანდი ესპ. Corisco) — კუნძული ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში, ეკუთვნის ეკვატორულ გვინეას. მდებარეობს მბინიდან 29 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით (ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში). ფართობი — 14 კმ², სიმაღლე ზღვის დონიდან 35 მეტრამდე.
მშობ. სახელი: ესპ. Corisco | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 00°55′00″ ჩ. გ. 09°19′00″ ა. გ. / 0.91667° ჩ. გ. 9.31667° ა. გ. |
ფართობი | 14 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 35 მ |
ეკვატორული გვინეა | |
რეგიონი | კონტინენტური გვინეა |
პროვინცია | ლიტორალის პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 150 (2001) |
სიმჭიდროვე | 10,714 ად. /კმ² |
ისტორია
რედაქტირებაკოლონიალური პერიოდი
რედაქტირებაევროპელების მიერ აღმოჩენამდე კუნძული კორისკო პრაქტიკულად დაუსახლებელი იყო, თუმცა მეთევზეები კონტინენტიდან მას ხშირად სტუმრობდნენ, მაგრამ რაიმე მუდმივი დასახლება აქ არასოდეს არ შექმნილა.
ევროპელთაგან პირველმა კუნძული კორისკო 1472 წელს აღმოაჩინა პორტუგალიურმა ექსპედიციამ ფერნანდო პოს (Fernão do Pó) მეთაურობით, რომელმაც მანამდე კუნძული ბიოკო აღმოაჩინა.
1648 წელს პორტუგალიამ შექმნა კორისკოს კომპანია, რომლის სპეციალიზაციაც იყო მონების ვაჭრობაზე მუშაობა, რომელმაც ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო კუნძული და იქ ააშენა პუნტა-ჯოკოს ფორტი. დროთა განმავლობაში პორტუგალიელებმა საკუთარ რუკებზე ამ კუნძულის დატანა დაიწყეს პუნტა-ჯოკოს სახელწოდებით. კორისკოს კომპანია მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებდა კონტინენტური აფრიკის სახელმწიფოების ადგილობრივ მეფეებთან, რომლებიც მას მონებს უგზავნიდნენ, ამიტომ კომპანიის ბიზნესი დიდი ხნის განმავლობაში იზრდებოდა.
1778 წელს ელ-პარდოს შეთანხმების საფუძველზე კუნძული კორისკო გადაეცა ესპანეთს, რომელმაც აქ განათავსა მცირე სამხედრო გარნიზონი.
1859 წლიდან 1875 წლამდე ესპანეთის გარნიზონი გადავიდა კუნძულ პატარა ელობეიზე.
კუნძულ კორისკოზე პუნტა-ჯოკოს ფორტის ნარჩენები 1885 წელს გამოიყენეს კათოლიკური მისიის ასაშენებლად.
მთლიანობაში ესპანეთი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა კუნძულ კორისკოს. ХХ საუკუნის დასაწყისში კორისკო შევიდა ელობეი, ანობონი და კორისკოს კოლონიალური ადმინისტრაციის შემადგენლობაში.
დამოუკიდებლობის პერიოდი
რედაქტირება1968 წელს ეკვატორული გვინეის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კუნძული შევიდა ქვეყნის შემადგენლობაში.
1981 წელს კომპანია «ელფ აკვიტანიამ» კუნძულ კორისკოს სანაპიროზე აღმოაჩინა ნავთობის მარაგი, რომლის მოპოვება დაიწყო მიმდინარე საუკუნის დასაწყისში.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის კუნძული კორისკო იმყოფება ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის შემადგენლობაში, მისი ადგილმდებარეობა გაცილებით უფრო ახლოა გაბონთან და ამიტომ ნავთობის მარაგის აღმოჩენის შემდეგ იგი ტერიტორიულ პრეტენზიებს გამოთქვამს მასზე და მიმდებარე კუნძულებზე.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- (1897) Travels in West Africa: Congo Francais, Corisco and Cameroons. Macmillan. ციტირების თარიღი: 25 August 2012.
- José Munoz y Gaviria (1870). Crónica de las Islas de Fernando Póo, Corisco y Annobon. Rubio. ციტირების თარიღი: 25 August 2012.
- Manuel Iradier Bulfi (1878). Fragmentos de un diario de viajes de exploración en la zona de Corisco. Fortanet. ციტირების თარიღი: 25 August 2012.
- Francisco Salvadó y Cos (1891). Colección de apuntes preliminares sobre la lengua benga: ó sea, Intrucción a una gramática de este idióma que se habla en la isla de Corisco, publos de su bahía é islas adyacentes. Impr. de A. Pérez Cubrull. ციტირების თარიღი: 25 August 2012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "GABON-EQUATORIAL GUINEA: UN mediates dispute over Corisco Bay islands", IRIN, January 23, 2004.