რიო-მუნი (ესპ. Río Muni; მეორე დასახელება — მბინი) — ეკვატორული გვინეის კონტინენტური რეგიონი, მოიცავს გეოგრაფიულ რეგიონს, რომლის ფართობია — 26 017 კმ². 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 882 747 ადამიანს.[1][2][3]. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბატა.

რეგიონი
რიო-მუნი
ესპ. Río Muni
დროშა

ქვეყანა ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
ადმ. ცენტრი ბატა
შიდა დაყოფა ლიტორალის პროვინცია, ცენტრო-სურის პროვინცია, კე-ნტემის პროვინცია და ველე-ნზასის პროვინცია
კოორდინატები 1°30′00″ ჩ. გ. 10°30′00″ ა. გ. / 1.50000° ჩ. გ. 10.50000° ა. გ. / 1.50000; 10.50000
ფართობი 26 017 კმ²
მოსახლეობა 882 747 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 33,93 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
საფოსტო ინდექსი 56
ოფიციალური საიტი guineaecuatorialpress.com

გეოგრაფია რედაქტირება

რეგიონი ჩრდილოეთით ესაზღვრება კამერუნს, სამხრეთით გაბონს, დასავლეთიდან გარს ერტყმის გვინეის ყურის წყლები.

ისტორია რედაქტირება

რიო-მუნის ტერიტორია აღმოაჩინეს პორტუგალიელებმა XV საუკუნეში. დასახელება წარმოიშვა ესპანური სიტყვისაგან რიო — «მდინარე» და მუნი — «ჩუმი, მშვიდი». თავდაპირველად რიო-მუნი იყო პორტუგალიის კოლონია, მაგრამ შემდეგ, 1778 წელს, ელ-პარდოს შეთანხმების თანახმად გადავიდა ესპანეთის ხელში. ესპანელები იმედოვებდნენ, რომ ამ ტერიტორიიდან გასაყიდად და სხვა საჭიროებისთვის მონებს მოიპოვებდნენ, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი გარდაიცვალა ყვითელი ციებ-ცხელებისგან და ტერიტორია თითქმის უკაცრიელი გახდა. ადგილობრივ პლანტაციებში (კერძოდ ამ ტერიტორიაზე მრეწველობის ძირითადი დარგი იყო კაკაოს ექსპორტი) მუშა ძალა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამიტომ ამ ტერიტორიაზე გადმოასახლეს სხვა მაცხოვრებლები. რიო-მუნი ესპანეთის გვინეის პროვინცია გახდა მხოლოდ 1959 წელს.

მსხვილი ქალაქები რედაქტირება

რიო-მუნის რეგიონის ყველაზე უფრო მსხვილი ქალაქია რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი — ბატა, მის გარდა რეგიონში არსებობს სხვა დიდი ქალაქები: ევინაიონგი, ებებიინი, აკალაიონგი, აკურენამი, მონგომო და სხვა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით დაყოფილია 4 პროვინციად:

ეკვატორული გვინეის ადმინისტრაციული დაყოფა პროვინციებად
 

რუკაზე
პროვინციები ადმ. ცენტრი ISO 3166-2 ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1][2][3]
ად. (2015)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
4 ცენტრო-სური ევინაიონგი GQ-CS 9931 141 903 14,29
5 კე-ნტემი ებებიინი GQ-KN 3943 183 331 46,50
6 ლიტორალი ბატა GQ-LI 6665 366 130 54,93
7 ველე-ნზასი მონგომო GQ-WN 5478 191 383 34,94
სულ 26 017 882 747 33,93

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება