ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

(გადამისამართდა გვერდიდან კოპიტნარი)

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: KUTICAO: UGKO) ასევე ცნობილია, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი[4] ან კოპიტნარი — აეროპორტი ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით. ის ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს[4].

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
IATA-ს კოდი: KUTICAO-ს კოდი: UGKO
KUT — საქართველო
KUT
KUT
აეროპორტის მდებარეობა საქართველოში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
მფლობელი საქართველო
ოპერატორი საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ემსახურება ქუთაისი
სიმაღლე ზდ 68 მ.
კოორდინატები 42°10′35″ ჩ. გ. 042°28′57″ ა. გ. / 42.17639° ჩ. გ. 42.48250° ა. გ. / 42.17639; 42.48250 (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი)
ვებ-გვერდი kutaisi.aero
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
07/25 2,500 ასფალტ-ბეტონი[1]
წყარო: DAFIF[2][3]

განახლება

რედაქტირება

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აეროპორტი 2011 წლის ნოემბერში იქნა დახურული. მისი ხელახლა გახსნა კი 2012 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ამ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი[5] და Wizz Air-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი[6]. ქუთაისის აეროპორტმა პირველი რეისი მის ოფიციალურ გახსნამდე 1 თვით ადრე 2012 წლის 28 აგვისტოს მიიღო, რომელსაც სატვირთო Boeing 747 ასრულებდა. ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ავიარეისების შესრულება სექტემბრიდანვე დაიწყო კიევისა და ქუთაისის აეროპორტებს შორის[7]. ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია მიიზიდოს დაბალფასიანი ავიაკომპანიები და შექმნას განსაკუთრებული გარემო ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. აეროპორტი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით[4].

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიზანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნაა. ბილეთის ხელმისაწვდომი ფასი საქართველოს ტურისტულად აქტიურ ზონას ხდის და საშუალებას აძლევს ადგილობრივ მგზავრებს სხვადასხვა მიმართულებით დაბალ ფასად იმოგზაურონ.

შესაძლებლობები

რედაქტირება

აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარდა ამისა, აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით.

აეროპორტს ადგილმდებარეობით რეგიონში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. თბილისიდან ორას კილომეტრში მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 300 კმ რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა. აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა. აეროპორტის შესაძლებლობებში ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შედის. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი.

ავიაკომპანიები და დანიშნულებები

რედაქტირება
ავიაკომპანიები დანიშნულებები 
flydubai სეზონური დუბაი-საერთაშორისო[8]
Red Wings Airlines მოსკოვი-დომოდედოვო
Service Air მესტია,[9] ნატახტარი
Ural Airlines მოსკოვი-დომოდედოვო
Wizz Air ათენი, ბარსელონა[10], ბერლინი-შენეფელდი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ვარშავა-შოპენი, ვენა, ვილნიუსი, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი-ლუტონი, მემინგენი,[11] მილანი-მალპენსა, სალონიკი, ნიურნბერგი, პარიზი-ბოვე[10], პოზნანი, პრაღა[10], რიგა, რომი-ფიუმიჩინო[10], სტოკჰოლმი, ტალინი, ტურკუ, ჰამბურგი, ჰერაკლიონი
Utair უფა[12]

სტატისტიკა

რედაქტირება

მგზავრთა ნაკადის საგრძნობი მატება 2012 წელს, აეროპორტის ხელახლა გახსნიდან მალევე აღინიშნა, ძირითადად ეს განაპირობა Wizz Air-ის ფრენებმა ქუთაისიდან პოლონეთის და უკრაინის აეროპორტების მიმართულებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა წლიური გადაზიდვის სტატისტიკა[13][14]
წელი მგზავრთა რაოდენობა ფრენების რაოდენობა მგზავრების რაოდენობა წინა წელთან შედარებით
2010
7 446
 
2011
4 527
  40.3%
2012
12 932
68   185.7%
2013
188 682
1785   1353.3%
2014
218 003
2 172   16.0%
2015
182 954
899   16.8%
2016
271 413
1 238   48.3%
2017
405 698
1 822   49.3%
2018 617 342 2 160   52.2%
2019 873 907 2 886   41.6%
2020 183 873 701   78.95%
2021 282,514  153.6%
2022 796,063 3,220  281.78%
2023 1,671,017 5,040  103%
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკი, სიმაღლით მეხუთე ყველაზე მაღალი აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკია მსოფლიოში[15].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-04-30.
  2. Airport information for UGKO დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. from DAFIF (effective October 2006)
  3. აეროპორტ KUT-ის ინფორმაცია „Great Circle Mapper“-ზე. Source: DAFIF (effective Oct. 2006).
  4. 4.0 4.1 4.2 The President of Georgia opened the runway at the David the Builder Kutaisi International Airport. Releases. The Administration of the President of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
  5. N., Kirtskhalia (27 September 2012). „Georgia's president, Hungarian PM to open new airport in Kutaisi“. Trend News Agency. ციტირების თარიღი: 27 September 2012.[მკვდარი ბმული]
  6. „Wizz Air запустил авиарейсы из Киева в Кутаиси“. Interfax-Ukraine. 27 September 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 27 September 2012.
  7. Wizz Air запустил авиарейсы из Киева в Кутаиси.[მკვდარი ბმული]
  8. Liu, Jim (4 December 2017). „flydubai adds new destinations in S18“. Routesonline. ციტირების თარიღი: 4 December 2017.
  9. http://vanillasky.ge/index.php?action=gverdi&gverdi_id=237&Lang=
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 „Rome, Paris, Barcelona, Prague: Wizz Air launches new direct flights from Kutaisi“. agenda.ge. 6 October 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 6 October 2017.
  11. Timetable. Wizz Air Hungary Ltd..
  12. OF THE INFORMATION AGENCY BASHINFORM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-02. ციტირების თარიღი: 2018-08-29.
  13. Georgian Civil Aviation Agency - Number of Passengers Served დაარქივებული 2018-01-08 საიტზე Wayback Machine. , United Airports of Georgia - Passenger statistics
  14. ქუთაისის აეროპორტის სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-24. ციტირების თარიღი: 2020-04-23.
  15. Statika.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-05-01.