კონტროლი (2007 წლის ფილმი)
კონტროლი (ინგლ. Control) — ბიოგრაფიული ფილმი ჯგუფ Joy Division-ის სოლისტის, იენ კერტისის ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ.
„კონტროლო“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
რეჟისორი | ანტონ კობრეინი |
სცენარის ავტორი | მეტ გრინჰოლგი |
ეფუძნება | „Toaching From a Distance“ — დებორა კერტისი |
როლებში |
|
მუსიკა | New Order |
გამოსვლის თარიღი | 5 ოქტომბერი, 2007 |
ხანგრძლივობა | 122 წუთი |
ქვეყანა |
აშშ გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 6.4 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 8.9 მილიონი აშშ დოლარი[1] |
ფილმის რეჟისორია ანტონ კობრეინი, რომელიც Joy Division-ის ფოტოგრაფი იყო. „კონტროლი“ კობრეინის, როგორც რეჟისორის, დებიუტია დიდ კინემატოგრაფიაში. კობრეინმა ფილმის ბიუჯეტისთვის 4.5 მილიონი დოლარი საკუთარი ჯიბიდან გაიღო.
ფილმი ასახავს იენ კერტისის ცხოვრებაში 1973-1980 წლებში მომხდარ მოვლენებს: ქორწინებას, მუსიკალურ კარიერას, ჯანმრთელობის პრობლემებს, საყვარელთან ურთიერთობას და თვითმკვლელობას.
ფილმის სცენარი დაფუძნებულია იენის ქვრივის — დებორა კერტისის — 1995 წელს დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნზე „Toaching From a Distance“. დებორა კერტისი ფილმის ერთ-ერთ პროდიუსერადაც გვევლინება. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ნოტინგემში, მანჩესტერსა და მაკლესფილდში, ძირითადად სწორედ იმ ტერიტორიებზე, სადაც იენი ცხოვრობდა. ფილმი ფერადი გადაიღეს, ხოლო შემდეგ შავ-თეთრი გახადეს, რათა „კარგად გადმოეცა ეპოქის ატმოსფერო.“[2][3]
ფილმის სათაური მომდინარეობს Joy Division-ის სიმღერიდან „She’s Lost Control“.
ფილმის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 17 მაისს კანის კინოფესტივალზე.[4][5]
სიუჟეტი
რედაქტირებაცხრამეტი წლის იენ კერტისი და თვრამეტი წლის დები ვუდრაფი 1975 წელს მშობლიურ ქალაქ მაკლესფილდში დაქორწინდნენ. 1976 წლის 4 ივნისს წყვილი დაესწრო Sex Pistols-ის კონცერტს. კონცერტზე იენმა გაიცნო ბერნარდ სამნერი, პიტერ ჰუკი და ტერი მეისონი, რომლებიც ბენდის ჩამოყალიბებას გეგმავდნენ. კონცერტით აღფრთოვანებულმა იენმა მათ საკუთარი თავი ვოკალისტად შესთავაზა. ბენდს Warsaw დაარქვეს. ტერი მეისონი მათი მენეჯერი გახდა, ხოლო დრამერად სტივენ მორისი დაემატათ. ბენდის პირველი კონცერტი 1977 წლის 19 მაისს შედგა. მალევე მათ სახელი შეიცვალეს და Joy Division დაირქვეს. იენმა და დებიმ საკუთარი ხარჯებით ჩაწერეს ბენდის პირველი EP – „An Ideal For Living“ (ქართ. „ცხოვრების იდეალი“).
იენი დასაქმების დეპარტამენტში მოხელედ მუშაობდა, სადაც მოულოდნელად ერთ-ერთი თავისი კლიენტი გოგონას, კორინ ლევისის, ეპილეფსიურ შეტევას შეესწრო.
1978 წლის აპრილში Joy Division-ის წევრები მონაწილეობას იღებენ ე.წ. „ბენდების შეჯიბრში“, სადაც შთაბეჭდილებას მოახდენენ ტონი უილსონსა და რობ გრეტონზე. რობ გრეტონი მათი ახალი მენეჯერი გახდება. ბენდი ტონი უილსონის პროგრამაში შეასრულებს სიმღერას „Transmission“ და კონტრაქტს გააფორმებს Factory Records-დან, რომელზეც ტონიმ ხელი საკუთარი სისხლით მოაწერა.
1978 წლის დეკემბერში ლონდონში გამოსვლის შემდეგ იენი გულყრის ეპიზოდს განიცდის. მას ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. იენი წერს სიმღერას „She’s Lost Control“, მას შემდეგ რაც იგებს რომ კორინ ლევისი შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
1979 წლის აპრილში იენს და დების ქალიშვილი ეყოლათ, რომელსაც ნატალი დაარქვეს. იენი ევროპულ ტურნეში მიდის, ხოლო ცოლს ახალშობილ ბავშვთან ერთად მარტოს ტოვებს.
ტურნეში იენი გაიცნობს ბელგიელ ჟურნალისტ ანიკ ონორეს, რომელთანაც გულახდილი საუბარი აქვს და ეუბნება, რომ ძალიან უბედურია და მისი ქორწინება შეცდომა იყო. იენი ანიკთან სასიყვარულო ურთიერთობას წამოიწყებს. სახლში დაბრუნებული იენი ცოლს ეუბნება, რომ თავის გრძნობებში მის მიმართ დარწმუნებული აღაარაა. იგი წერს სიმღერას „Love Will Tear Us Apart“. რეპეტიციის დროს რობი (მენეჯერი) ატყობინებს ბენდის წევრებს, რომ 19 მაისს ამერიკაში 2-კვირიან ტურნეზე მიდიან. დები მეუღლეს ღალატში ამხელს. იენი ჰპირდება ცოლს, რომ ანიკთან ურთიერთობას შეწყვეტს, მაგრამ კვლავ აგრძელებს მასთან შეხვედრას.
შუა კონცერტის დროს იენი გულყრის მორიგ ეპიზოდს განიცდის. იგი ფენობარბიტალის ჭარბი დოზით თავის მოკვლას ცდილობს, მაგრამ ექიმები შეძლებენ მის გადარჩენას. იენი უკვე ძალიან გადაღლილია მუდმივი დაძაბულობით და მუდმივად აუდიტორიის მოლოდინის გამართლების მცდელობით. კონცერტზე Derby Hall-ში იგი იმდენად ცუდადაა, რომ სცენაზე გასვლასაც კი ვერ ახერხებს. სცენაზე მის ნაცვლად ალან ჰემპსტელი გადის, რასაც მსმენელის პროტესტი მოჰყვება. დები იგებს, რომ იენი კვლავ აგრძელებს ანიკის ნახვას, რის შემდეგადაც კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას. იენი მშობლებთან მიდის და წერილის წერს ანიკს, რომელშიც მას სიყვარულში უტყდება და აღიარებს თავის შიშს, რომ ადრე თუ გვიან მას ეპილეფსია მოკლავს.
1980 წლის 17 მაისს, ტურნემდე 2 დღით ადრე, იენი ბრუნდება სახლში და ევედრება დების, რომ არ გაეყაროს. დები უარს ეუბნება და იენი მას სახლიდან აგდებს. იენი სვამს და წერილს უწერს დების, რის შემდეგაც ეპილეფსიურ შეტევას განიცდის. გამოფხიზლების შემდეგ, დილით, იენი სამზარეულოში სარეცხის თოკით თავს ჩამოიხრჩობს. 23 მაისს იენის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს.
როლებში
რედაქტირება- სემ რაილი — იენ კერტისი, Joy Division-ის სოლისტი
- სამანტა მორტონი — დებორა კერტისი, იენ კერტისის მეუღლე
- ალექსანდრა მარია ლარა — ანიკ ონორე, ბელგიელი ჟურნალისტი, იენის საყვარელი
- ჯო ანდერსონი — პიტერ ჰუკი, Joy Division-ის ბასისტი
- ჯეიმზ პირსონი — ბერნარდ სამნერი, Joy Division-ის გიტარისტი
- ჰარი ტრედევეი — სტივენ მორისი, Joy Division-ის დრამერი
- ენდრიუ შერიდანი — ტერი მეისონი, ბენდის მენეჯერი
- ტობი კებელი — რობ გრეტონი, ბენდის მენეჯერი ტერი მეისონის შემდეგ
საუნდტრეკი
რედაქტირებასიმღერების სია
რედაქტირება# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Exit“ | ბერნარდ სამნერი, პიტერ ჰუკი, სტივენ მორისი | New Order | 1:14 |
2. | „What Goes On“ | ლუ რიდი | The Velvet Underground | 5:07 |
3. | „Shadowplay“ | იენ კერტისი, პიტერ ჰუკი, სტივენ მორისი, ბერნანდ სამნერი | The Killers | 4:11 |
4. | „Boredom“ | Buzzcocks | 3:07 | |
5. | „Dead Souls“ | იენ კერტისი, პიტერ ჰუკი, სტივენ მორისი, ბერნანდ სამნერი | Joy Division | 4:51 |
6. | „She Was Naked“ | Supersister | 3:53 | |
7. | „Sister Midnight“ | იგი პოპი, დეივიდ ბოუი, კარლოს ალომარი | იგი პოპი | 4:18 |
8. | „Love Will Tear Us Apart“ | იენ კერტისი, პიტერ ჰუკი, სტივენ მორისი, ბერნანდ სამნერი | Joy Division | 3:26 |
9. | „Hypnosis“ | პიტერ ჰუკი, სტივენ მორისი, ბერნანდ სამნერი | New Order | 1:35 |
10. | „Drive-In Saturday“ | დეივიდ ბოუი | დეივიდ ბოუი | 4:31 |
11. | „Evidently Chickentown“ | ჯონ კუპერ კლარკი | ჯონ კუპერ კლარკი | 0:31 |
12. | „2HB“ | ბრაიან ფერი | Roxy Music | 4:29 |
13. | „Transmission“ | იენ კერტისი, პიტერ ჰუკი, სტივენ მორისი, ბერნანდ სამნერი | ჯო ანდერსონი, ჯეიმზ ანტონი პირსონი, სემ რაილი, ჰარი ტრიდივეი | 3:02 |
14. | „Autobahn“ | Kraftwerk | 11:23 | |
15. | „Atmosphere“ | იენ კერტისი, პიტერ ჰუკი, სტივენ მორისი, ბერნანდ სამნერი | Joy Division | 4:33 |
16. | „Warszawa“ | დეივიდ ბოუი, ბრაიან ენო | დეივიდ ბოუი | 6:21 |
17. | „Get Out“ | ბერნარდ სამნერი, პიტერ ჰუკი, სტივენ მორისი | New Order | 2:42 |
ჯილდოები
რედაქტირებაჩიკაგოს კინოფესტივალი
- საუკეთესო მსახიობი — სემ რაილი
- საუკეთესო სცენარი — მეტ გრინჰოლგი
ედინბურგის კინოფესტივალი
- საუკეთესო ბრიტანელი დებიუტანტი — ანტონ კობრეინი
- საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი — სემ რაილი
დამოუკიდებელი ბრიტანული ფილმების დაჯილდოება[6]
- საუკეთესო ბრიტანული დამოუკიდებელი ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი — ანტონ კობრეინი
- საუკეთესო მსახიობი მეორეხარისხოვან როლში — ტობი კებელი
- ყველაზე პერსპექტიული ახალბედა — სემ რაილი
BAFTA
- ყველაზე პერსპექტიული ახალბედა — მეტ გრინჰოლგი
ბრიტანული კინოპრემია „იმპერია“
- საუკეთესო ახალბედა — სემ რაილი
- საუკეთესო საუნდტრეკი
ლონდონელი კინოკრიტიკოსების წრე
- წლის საუკეთესო ბრიტანული ფილმი
- საუკეთესო მიღწევა ბრიტანულ კინოწარმოებაში — ანტონ კობრეინი
- საუკეთესო მიღწევა ბრიტანულ სამსახიობო ხელოვნებაში — სემ რაილი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- „Control“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „კონტროლი“ — Allmovie-ზე
- „კონტროლიl“ — Rotten Tomatoes
- „კონტროლი“ — Box Office Mojo-ზე
- IONCINEMA.com interview with Anton for Control
- A divided joy: seeing my father on film by Natalie Curtis, The Guardian, 30 September 2007
- Photos from the German premiere in Berlin on AEDT.de
- Best of British: 2007 Evening Standard film awards, Judges' assessments
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Control (2007). The Numbers. Nash Information Services, LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 18 March 2016.
- ↑ Control: The Ian Curtis film. Joy Division Central (2007-02-02). ციტირების თარიღი: 2007-02-12.
- ↑ Orange, Alan. (5 October 2007) EXCLUSIVE: Anton Corbijn Is in 'Control'. Movieweb. ციტირების თარიღი: 2007-10-05.
- ↑ Robb, Stephen (17 May 2007). „Critics applaud Joy Division film“. BBC News. ციტირების თარიღი: 2007-05-17.
- ↑ 'Control' tops Directors' Fortnight nods. The Hollywood Reporter (26 May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-01. ციტირების თარიღი: 2007-05-27.
- ↑ BIFA Winners 2007. British Independent Film Awards (2007-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-26. ციტირების თარიღი: 2007-12-01.