ლუ რიდი
ლუის ალან „ლუ“ რიდი (ინგლ. Lewis Allen "Lou" Reed, დ. 2 მარტი, 1942 — გ. 27 ოქტომბერი, 2013) — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ფოტოგრაფი.[1] ცნობილია, როგორც ჯგუფ The Velvet Underground-ის გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი, ისევე, როგორც საკუთარი სოლო-კარიერით, რომელიც რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ The Velvet Underground 1960-იანების კომერციული წარუმატებლობა იყო, მან მნიშვნელოვანი საკულტო სტატუსი შეიძინა შემდგომ წლებში და იქცა თავისი ეპოქის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად.[2] როგორც The Velvet Underground-ის სიმღერების ავტორი, რიდი წერდა პირად გამოცდილებაზე, რაც იმ პერიოდში როკ-ენ-როლში იშვიათად განიხილებოდა (სიმღერების თემებს შორის იყო სექსუალურობა და ნარკოტიკების კულტურა).
ლუ რიდი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლუის ალან რიდი |
დაბ. თარიღი |
2 მარტი, 1942 ბრუკლინი, ნიუ-იორკი |
დაბ. ადგილი | ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდ. თარიღი | 27 ოქტომბერი, 2013 (71 წლის) |
გარდ. ადგილი | საუთჰემპტონი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკი, ექსპერიმენტული როკი, არტ-როკი, პროტოპანკი, ნოიზი, დროუნი, ფსიქოდელიური როკი, ფოლკ-როკი, გლემ-როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ფოტოგრაფი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1964–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | loureed.com |
ლუ რიდი ვიკისაწყობში |
ჯგუფიდან წასვლის შემდეგ 1971 წელს რიდმა სოლო-კარიერა დაიწყო. შემდეგ წელს მისი სიმღერა „Walk on the Wild Side“ ჰიტად იქცა, თუმცა მეინსტრიმული წარმატება მუსიკოსს არ ჰქონია.[3] რიდი გამოირჩევა ვოკალით, პოეტური ტექსტებით და „სირაქლემის გიტარის“ ტერმინის გამოგონებით.
2008 წელს რიდმა იქორწინა მომღერალ ლორი ანდერსონთან.[4]
ლუ რიდი 2013 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში.[5][6]
დისკოგრაფია
რედაქტირებაThe Velvet Underground
რედაქტირება- The Velvet Underground & Nico (1967)
- White Light/White Heat (1968)
- The Velvet Underground (1969)
- Loaded (1970)
სოლო-ალბომები
რედაქტირება- Lou Reed (1972)
- Transformer (1972)
- Berlin (1973)
- Sally Can't Dance (1974)
- Metal Machine Music (1975)
- Coney Island Baby (1975)
- Rock and Roll Heart (1976)
- Street Hassle (1978)
- The Bells (1979)
- Growing Up in Public (1980)
- The Blue Mask (1982)
- Legendary Hearts (1983)
- New Sensations (1984)
- Mistrial (1986)
- New York (1989)
- Magic and Loss (1992)
- Set the Twilight Reeling (1996)
- Ecstasy (2000)
- The Raven (2003)
- Hudson River Wind Meditations (2007)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლუ რიდი – Walk on the Wild Side: ისტორიები სიმღერების მიღმა, კრის რობერტსი და ლუ რიდი, 2004, ჰოლ ლეონარდი, ISBN 0-634-08032-6
- ↑ Rock and Roll Hall of Fame. (2000)The Velvet Underground. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2006. ციტირების თარიღი: September 15, 2006.
- ↑ Richie Unterberger & Greg Prato. (2005)Lou Reed Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2007. ციტირების თარიღი: September 15, 2006.
- ↑ "[1] დაარქივებული 2016-04-24 საიტზე Wayback Machine. ". "People". Retrieved August 19, 2011.
- ↑ rollingstone.com, Lou Reed, Velvet Underground Leader and Rock Pioneer, Dead at 71. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-20. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
- ↑ 71 წლის ასაკში THE VELVET UNDERGROUND-ის ლიდერი ლუ რიდი გარდაიცვალა. „ტაბულა“