კონსტანტინ დანილი
კონსტანტინ დანილი (სერბ. Константин Данил / Konstantin Danil, რუმ. Constantin Dănilă; 1798 — 15 მაისი, 1873) — XIX საუკუნის სერბი მხატვარი. ის მეტად ცნობილია თავისი პორტრეტებითა და რელიგიური ნამუშევრებით.[1] დანილი ბიდერმაიერის მიმდინარეობის ყველაზე მნიშვნელოვან სერბ მხატვრად ითვლება.[1][2]
კონსტანტინ დანილი | |
---|---|
სერბ. Константин Данил სერბ. Konstantin Danil რუმ. Constantin Dănilă | |
დაიბადა | 1798 |
დაბადების ადგილი | ლუგოი ან ეჩკა |
გარდაიცვალა | 15 მაისი, 1873 |
გარდაცვალების ადგილი | ზრენიანინი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია (თანამედროვე სერბეთი) |
მიმდინარეობა | კლასიციზმი, ბიდერმაიერი |
ჟანრი | პორტრეტი |
ცნობილი ნამუშევრები | მეუღლე სოფია დელის პორტრეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფელიქს კანიცის ცნობით, მხატვარი დაიბადა სერბების ოჯახში როგორც დანილო პეტროვიჩი.[3] სხვა წყაროებში მისი წარმოშობა და დაბადების ადგილი უცნობია.[4] ის დაიბადა ლუგოიში ან ეჩკაში.[5] ცამეტი წლის ასაკში ის ლუგოიდან თემიშვარში გაემგზავრა, სადაც მან შექმნა ნახატი, რითაც არსენიე თეოდოროვიჩის სკოლაში მოხვდა.[6] თეოდოროვიჩი სკოლის სკოლის დირექტორი იყო, რომელიც გავლენას ახდენდა ახალგაზრდა მხატვრებზე. მის მოსწავლეებს შორის იყო კონსტანტინიც. ამ სასწავლებელში კონსტანტინ დანილი რამდენიმე წელი სწავლობდა და შექმნა ნამუშევრები, მათ შორის: წმინდა საბას ფიგურა, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო. მისი სერბი მასწავლებელი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კონსტანტინს ყოველთვის ამხნევებდა. სხვა ხელოვნებმა მას კონსტანტინ დანილ გრიგოროვიჩი შეარქვეს.[7] სწავლისას მისი შემოქმედება იმდენად დაიხვეწა, რომ მისი და დირექტორ თეოდოროვიჩის ნამუშევრების განსხვავება ყველას უჭირდა.
ჩვიდმეტი წლის ასაკში მან თეოდოროვიჩის სასწავლებელი დატოვა და ვენის სამი აკადემიკოსიდან ერთ-ერთის ატელიეში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მუშაობდა თემიშვარში. დანილი დაესწრო პორტრეტისტების გაკვეთილებს, მოგვიანებით კი ჩააბარა ვენისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში. მან გამონახა დრო, იმოგზაურა ბანათსა და ერდელში (ტრანსილვანია) და შექმნა ნახატები. დანილმა თავი გამოცადა თითქმის ყველა ჟანრში და ხატა: პორტრეტები, პეიზაჟები, ყვავილების ნახატები, თანამედროვე ცხოვრების სცენები და ნატურმორტები. მიუნხენიდან კონსტანტინი გადავიდა ველიკი ბეჩკერეკში (თანამედროვე ზრენიანინი), სადაც კვლავ თეოდოროვიჩის სტილით ხატავდა. ცოტა ხნის შემდეგ ზრენიანინი მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გახდა.[4]
ის დაქორწინდა გერმანელ დიდგვაროვან სოფია დელიზე 1827 წელს.[8] დანილმა ასევე დახატა ადგილობრივი დიდგვაროვანი მამაკაცი, კარაცსონი, როდესაც ის ბანათის მეფისნაცვალი გახდა.[9] ამ ნამუშევრის წყალობით დანილის პოპულარობა თანდათან გაიზარდა.
მან დიდი დრო გაატარა სამხედრო ფრონტზე, რა პერიოდშიც მან შექმნა ძველი აღთქმის ილუსტრირებული ვერსია.
1834-დან 1873 წლამდე დანილი ჰქმნიდა ბიდერმაიერის სტილის ნამუშევრებს.[10] იგი მუშაობდა საკუთარ ატელიეში ველიკი ბეჩკერეკში, მეფე დუშანის ქუჩა 37-ში,[4] სადაც მრავალი სერბი შეგირდი ჰყავდა.[11] მათ შორის იყვნენ: პოეტ-მხატვარი ჯურა იაკშიჩი,[11] ასევე ხელოვანი ლაზარ ნიკოლიჩი, რომელმაც მისი მასწავლებლის ბიოგრაფია დაწერა.[12]
დანილი სერბი მართლმადიდებელი იყო.[4] 1872 წელს გარდაიცვალა მისი ცოლი სოფია დელი, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1873 წლის 13 მაისს კონსტანტინ დანილი ველიკი ბეჩკერენში (თანამედროვე ზრენიანინი) გარდაიცვალა.[8]
შემოქმედება
რედაქტირებამისი მთავარი ნამუშევრებია: მადონა, მამაკაცის პორტრეტი, ნატურმორტები, სტანცი დელი (მისი სიმამრი), მის ვაინგლინგი, გაბრიელ მთავარანგელოზი, მის ტეტესი და ყველაზე ცნობილი გენერალი სტევან კნიჩანინი და მარიას პორტრეტი (1872). მისი მეუღლის, სოფია დელისა (1840) და პეტარ იაგოდიჩის პორტრეტები მის საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება.[13] დანილმა შექმნა იაგოდიჩის ოჯახის წევრების არაერთი პორტრეტი.[14]
მემკვიდრეობა
რედაქტირებადანილს მოიხსენიებენ როგორც ტექნიკის ოსტატს და მის პორტრეტები შექმნილია პერსონაჟებსა და ფიგურებზე განსაკუთრებული დაკვირვებით.[15] ამის მიუხედავად, მისი გარდაცვალებიდან მცირე ხნის განმავლობაში საზოგადოებამ მისი სახელი დაივიწყა და პოპულარობა XX საუკუნის დასაწყისში აღიდგინა. ამ პერიოდში მას თანამედროვე სერბული სკოლის ოსტატთა შორის მოიხსენიებდნენ.
თემიშვარში, დანილის ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მოღვაწეობის გამო სამი ქვეყანა: რუმინეთი, ავსტრია და უნგრეთი აცხადებს, რომ დანილი შესაბამისად რუმინელი, ავსტრიელი და უნგრელია.[16]
კონსტანტინ დანილი შეყვანილია „ყველა დროის 100 გამოჩენილ სერბს“ შორის.
გალერეა
რედაქტირება-
პაველ კნოგლეცას პორტრეტი, 1832-1834
-
მადამ ტოტოსის პორტრეტი, 1835-1840
-
მეუღლე სოფია დელის პორტრეტი
-
დანილ იაგოდიჩის პორტრეტი, 1973
-
მამაკაცი თეთრი ხელთათმანებით, 1873
ლიტერატურა
რედაქტირება- Euphrosine, Nemzeti Újság, 1840
- Pesti Hirlap, Temesvarer Wochenblatt (1841), 45, 1845. 49);
- Lazar Nikolić, Srpski slikari, 1895
- Dr. István Berkeszi, Temišvarski slikari, 1909
- Sendrej-Sentivany, Leksikon ugarskih likovnih umjetnika, 1915
- Petrović, Veljko (1927). „Konstantin Danil“. Narodna enciklopedija. ზაგრები: Bibliografski zavod.
- Adrian Negru, Constantin Daniel, Libertatea, Panciova;, 1996
- Adrijan Negru, Slikarske radionice u Banatu u XVIII i XIX veku, Viša škola za obrazovanje vaspitača, Vršac, 2003
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Бидермајер. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-29. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ Поповић, Александра; Арђелан, Золтан (2019) Војвођански мозаик, цртице из културе националних заједница Војводине. Нови Сад: Покрајински секретаријат за образовање, прописе , управу и националне мањине – националне заједнице.
- ↑ Kanitz, Felix Philipp (2007). Srbija : zemlja i stanovništvo od rimskog doba do kraja XIX veka, 1. izd, Beograd: Logos art. ISBN 978-86-7360-062-8.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Ђукић, Ђуро. У потрази за гробом сликара. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ Pancevac Online. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ Arte - Konstantin Danil - Biografija. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ (1901) Znameniti srbi XIX. veka ; (1800-1900) ; Urednik Andra Gavrilović: .... Godina ( (en). Srpska Štamp..
- ↑ 8.0 8.1 СОФИЈА, МОЈ АНЂЕО!. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ Даниловић, Ј.. Велики мајстор кичице. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ Mitchell, Laurence (2017-09-05). Serbia (en). Bradt Travel Guides. ISBN 978-1-78477-056-3.
- ↑ 11.0 11.1 Arte - Konstantin Danil - Vesti. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ Nikolić, Lazar; Nikolić, Vladimir (1895) Srpski slikari: prilog kulturnoj povestnici srpskog naroda (sr). Štamparija Jove Karamat.
- ↑ Konstantin Danil. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ admin. (2017-12-08) ДО ТАДА ЈЕ СЛИКАО ПОРТРЕТЕ УВАЖЕНИХ ГОСПОЈА sr-RS. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ Blic. Otvaranje Narodnog muzeja na "Blic" UČITELJ ĐURE JAKŠIĆA sr. ციტირების თარიღი: 2020-01-29
- ↑ Umro je slikar Konstantin Danil. MK Fondacija Srpski Legat (May 25, 2018).