კონსტანტინე ფეოქტისტოვი

კონსტანტინე პეტრეს ძე ფეოქტისტოვი (რუს. Константин Петрович Феоктистов; დ. 7 თებერვალი, 1926, ვორონეჟი, რსფსრ, სსრკ — გ. 21 ნოემბერი, 2009, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი (1964), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969).

კონსტანტინე ფეოქტისტოვი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1949 წელს დაამთავრა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. 1964 წლიდან კოსმონავტთა რაზმშია. 1964 წლის 12-13 ოქტომბერს ვ. კომაროვსა და ბ. ეგოროვთან ერთად იფრინა კოსმოსში მრავალადგილიან ხომალდ „ვოსხოდ-1“-ით. იყო მეცნიერი თანამშრომელი. 16-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

ილო ლენინური პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებით და მედლებით.

მის საპატივცემულოდ მთვარის უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს უწოდეს ფეოქტისტოვი.

ლიტერატურა

რედაქტირება