ბორის ეგოროვი
ბორის ბორისის ძე ეგოროვი (რუს. Борис Борисович Егоров; დ. 26 ნოემბერი, 1937, მოსკოვი — გ. 12 სექტემბერი, 1994, იქვე) — საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი (1964), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1984).
ბიოგრაფია
რედაქტირება1961 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი. 1964 წლიდან კოსმონავტთა რაზმშია. 1964 წლის 12-13 ოქტომბერს ვ. კომაროვთან და კ. ფეოქტისტოვთან ერთად იფრინა კოსმოსში მრავალადგილიან ხომალდ-თანამგზავრ „ვოსხოდ-1“-ით. ეგოროვი იყო ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი (1965).
დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 24.