ვლადიმერ კომაროვი (კოსმონავტი)
ვლადიმერ მიხეილის ძე კომაროვი (რუს. Владимир Михайлович Комаров; დ. 16 მარტი, 1927, მოსკოვი — გ. 24 აპრილი 1967, იქვე) — საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, ინჟინერ–პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1964,1967), სკკპ წევრი 1952 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა მოსკოვის სამხედრო საჰაერო ძალების სპეციალური სკოლა (1945). ბატაისკის სამხედრო–საავიაციო სასწავლებელი (1949) და ნ. ჟუკოვსკის სახელმწიფო სამხედრო–საჰაერო საინჟინრო აკადემია (1959). 1960 წლიდან კოსმონავტთა რაზმშია. მსოფლიოში პირველად (კ. ფეოქტისტოვთან და ბ. ეგოროვთან ერთად) იფრინა კოსმოსში მრავალადგილიან კოსმოსურ ხომალდ „ვოსხოდით“(პილოტი იყო). ხომალდი ორბიტაზე გავიდა 1964 წლის 12 ოქტომბერს, 16 ჯერ შემოუფრინა დედამიწას და გაიარა 700 ათას კილომეტრზე მეტი. ხომალდთან იყო დამყარებული ორმხრივი კავშირი. კომაროვი დაიღუპა ახალ კოსმოსურ ხომალდ „სოიუზ-1“-ზე საცდელი ფრენის დროს. დაკრძალულია წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.
ხსოვნა
რედაქტირებამის საპატივცემულოდ მთვარის უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს უწოდეს კომაროვი.
თბილისში ფუნქციონირებს ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 599.