კონერუ ჰამპი
კონერუ ჰამპი (ტელუგ. కోనేరు హంపీ, ინგლ. Koneru Humpy; დ. 31 მარტი, 1987, ვიჯაიავადა, ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი) — ინდოელი მოჭადრაკე. დიდოსტატი. ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი.
ჰამპი კონერუ. 2012 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | ინდოეთი |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 მარტი, 1987 |
დაბადების ადგილი | ვიჯაიავადა,ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი |
წოდება | დიდოსტატი (2002) |
ფიდე რეიტინგი | 2586 (მარტი 2021) [1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2623 (ივლისი 2009) |
ჯილდოები და პრემიები | Padma Shri in sports და არჯუნას პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰამპიმ ჭადრაკის თამაში 5 წლისამ დაიწყო. გოგონებში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1997 წელს კანში 10 წლამდელებში აიღო ოქრო, 1998 წელს ოროპესა დელ მარში 12 წლამდლებეში, 2000 წელს 14 წლამდელებში, ხოლო 2001-ში ათენში 20 წლამდელებეში. 1999 აჰმადაბადში აზიის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 წლამდელ ვაჭებში გამოვიდა და პირველი ადგილი დაიკავა. 2000 და 2002 წლებში დიდი ბრიტანეთის ქალთა ჩემპიონატი მოიგო. ამდენი წარმატებების ფონზე ფიდეს რეიტინგში საკმაო ქულები დაუგროვდა და 2002 წელს დიდოსტატის წოდებაც მიიღო. ამ დროს კი იყო 15 წლის,1 თვისა და 27 დღისა და გახდა ქალებში ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ეს პატივი ხვდა წილად. (მისი რეკორდი 2008 წელს ჩინელმა ხოუ იფანმა გააუმჯობესა).[2] 2003 წელს ორი ოქროს მედალი მოიგო, აზიის და ინდოეთის ქალთა პირველობებზე[3]. 2004 წელს ვაჟთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოვიდა და 13 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით მეათე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატზე თანამემამულე პენტალა ჰარიკრიშნა დაამარცხა. 2004 წელს პირველად ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ნახევარფინალამდე მიაღწია. 2005 წელს კრასნოტურინსკში ჩრდილო ურალის თასი მოიგო, სადაც მსოფლიოს უძლიერესი ქალები გამოდიოდნენ. 2007 წლის ოქტომბერში ფიდეს რეიტინგში 2600-იან პუნქტს გადააბიჯა[4] და იმ დროისთვის, უნგრელ იუდიტ პოლგარის შემდეგ, გახდა მეორე ქალი, ვინც ეს შეძლო. 2009 წელს მუმბაის მერიის თასზე პირველ-მეოთხე ადგილები გაიყო ალეკსანდრ არეშჩენკოსთან, მაგეშ პანჩანატანთან და ევგენი მიროშნიჩენკოსთან ერთად[5]. იმავე წელს ინდოეთის ჭადრაკის ფედერაცია დადანაშაულა, 2006 წლის ტურინის ქალთა 37-ე ოლიმპიადაზე წარუმატებლობისთვის. ფედერაციამ მამამისს აშოკს, რომელიც მისი მწვრთნელი იყო, იტალიაში გამგზავრების უფლება არ მისცეს[6]. 2009-2011 წლებში ფიდეს ქალთა გრან-პრი მოიგო და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონს ხოუ იფანს ტიტულისთვის შეერკინა[7], თუმც დამარცხდა. 2012 წელს ბათუმში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში მესამე ადგილზე გავიდა. 2015 წელს ინდოეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა და ინდივიდუალური ბრინჯაო მოიგო. 2019 წელს მოსკოვში სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა[8], 2020 წლის მარტში კი Cairns Cup-ის ძლიერ ტურნირი მოიგო.
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი
რედაქტირებარეიტინგით პირველი იყო ელისტაშიდა ნახევარფინალამდე მივიდა. ჯერ სამხრეთ აფრიკელ სესილ ვან დერ მერვეს სძლია 2:0, შემდეგ პენ ჟაოგინს 1,5:0,5. მესამე ეტაპზე რუსი ტატიანა კოსინცევა 3:1 გამოთიშა ასპარეზობას, მეოთხედფინალში ჩინელი ქსუ იუჰუა 2:0 და ნახევარფინალში რუს ეკატერინა კოვალენსკაიასთან დამარცხდა 1,5:2,5.
მეორე ნომერი იყო და მეორე ეტაპიდან გამოვარდა ეკატერინბურგში, სადაც მე-2 ნომრად იყო განთესილი. პირველ ეტაპზე ბოტსვანელ ტუდუეტსო საბურეს ძლევის შემდეგ 2:0, ფრანგ მარი სებაგთან დამარცხდა 1:3.
ნალჩიკშიც მეორე ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ტურნირის დაწყებამდე 8 აგვისტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სამხედრო აგრესია, რის გამოც ქართველმა მოჭადრაკეებმა უარი განაცხადეს რუსეთში ჩასვლაზე და უსაფრთხოების მიზნით ჩემპიონატის სხვაგან გამართვა მოითხოვეს. ფიდემ უარი უთხრა შეთავაზებაზე და პრეზიდენტი მათ უსაფრთხოებას დაჰპირდა. ქართველებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ჩემპიონატს. მათ მხარი რამდენიმე მოჭადრაკემაც დაუჭირა, რის გამოც ტურნირმა 11 ძლიერი მოთამაშე დაკარგა. პირველ ეტაპზე ეგვიპტელი იორსა ალა ელ დინი დაამარცხა 2:0, მეორე ეტაპზე ქართველების წყვილის გამარჯვებული უნდა ჰყოლოდა, მაგრამ რადგანაც ბოიკოტის გამო არ იყვნენ ჩემპიონატზე ინდუსს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა და მესამე ეტაპზე ჰოან თჰან თრანს დაუპირისპირდა, რომელსაც 1,5:0,5 მოუგო. მეოთხედფინალში ჩინელი შენ იანგი დაამარცხა 2:0 და ნახევარფინალში ასევე ჩინელ ხოუ იფანთან გამოვარდა 2:4.
კვლავ ნახევარფინალამდე მივიდა ანთაქიაში და ისევ მეორე ნომერი იყო. პირველ ეტაპზე სამხრეთ აფრიკელი მელისა გრეფი დაამარცხა 2:0, შემდეგ ერთნაირი 1,5:0,5 ანგარიშებით ჩამოიცლია ინგლისელი იოანკა ხოუსკა, აშშელი ანა ზატონსკინი, ჩინელი ჟუ ვენჟუნი და ნახევარფინალში ისევ ხოუ იფანმა დაამარცხა 0,5:1,5.
2011
რედაქტირებაჰამპიმ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის საგზური ფიდეს ქალთა გრან-პრის მოგებით მოიპოვა, რომელიც 2009-2011 წლებში გაიმართა. ინდოელმა გრან-პრიზე ექვსი ტურნირიდან ოთხში იასპარეზა, აქედან ორი მოიგო და საერთო ჩათვლაში 20 ქალში მეორეზე გავიდა. პირველი კი ხოუ იფანს ხვდა წილად და რადგანაც მოქმედი ჩემპიონი იყო, ფინალის საგზურიც ინდოელს შეხვდა. (საერთო ჩათვლაში მესამე ქართველი ნანა ძაგნიძე იყო) ფინალი ტირანაში გაიმართა და რეგლამენტით 10 პარტია იყო სათამაშო. პირველი ორი პარტია ყაიმით დასრულდა, მესამე კი თეთრებით ჰამპიმ წააგო. მომდევნო ორ პარტიაშიც გაიყვეს ქულები, თუმც ინდოლემა კვლავ ორი პარტია დასთმო და საკმაოდ გაირთულა საქმე. მე-8 პარტიაში ჩინელმა, სასურველ ყაიმს მიაღწია, მეტოქისთვის მიუწვდომელი შეიქმნა და ორი ტურით ადრე გამარჯვებულიც გახდა.
მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
ჰამპი კონერუ | = | = | 0 | = | = | 0 | 0 | = | 2,5 | |
ხოუ იფანი | = | = | 1 | = | = | 1 | 1 | = | 5,5 |
მეორე ეტაპიდან გამოვარდა ხანტი-მანსიისკში, სადაც მეორე ნომერი იყო. პირველ ეტაპზე სამხრეთ აფრიკელი დენის ფრიკი დაამარცხა 2:0 და შემდეგ უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან დამარცხდა 0:2.
2015
რედაქტირებაპირველი ნომერი იყო სოჭში და სამი ეტაპი გადალახა. პირველი სამი მეტოქე, ეგვიპტელი აიაჰ მოატაზი, ჩინელი ლიე ტინგჟი და რუსი ალისა გალიამოვა ერთნაირი 2:0 ანგარიშით ჩამოიცილა, თუმც მეოთხედფინალში უკრაინელ მარია მუზიჩუკის მიერ იქნა ძლეული 1,5:2,5.
2018
რედაქტირებახანტი-მანსიისკში მეორე ნომრად მოთამაშემ მხოლოდ ერთი ეტაპის გადალახვა შესძლო. საწყის ეტაპზე ალჟირელი ჰაიატ ტოუბალის ძლევის შემდეგ 2:0, პოლონელ იოანკა ხოუსკასთან დამარცხდა 0,5:1,5.
ფიდეს ქალთა გრან-პრის სერია
რედაქტირებაძლიერად გამოდიოდა ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიებში და საერთო ჩათვლაში გამარჯვებამდე სულ მუდამ ერთი ნაბიჯი აშორებდა. ფიდეს ქალთა გრან-პრის 2011-2012 წლების სერიაში ექვსი ეტაპიდან ოთხში გამოვიდა, აქედან ორი მოიგო და შემაჯამებელ ცხრილში, 24 მონაწილეს შორის, ისევ ხოუ იფანს ჩამორჩა. ჩინელი ამ დროს აღარ იყო ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონთან ტიტულისთვის სათამაშოდ თვითონ გაემგზავრა. არც 2013-2014 წლებში დაარღვევია წარუმატებელი „ტრადიცია“ ინდოელმა, ექვსი ტურნირიდან ოთხში იასპარეზა, ორი მოიგო და საბოლოოდ 22 მონაწილეს შორის მეორეზე გავიდა. პირველი ისევ იფანი იყო. რაღა გასაკვირია და მეორე იყო 2015-2016 წლების გათამაშებაშიც და პირველობა ისევ ჩინელმა აართვა, თუმც ამჯერად გამარჯვებული ჟუ ვენჟუნი გახდა. ჰამპიმ 5 ტურნირიდან სამში იასპარეზა, აქედან ერთი მოიგო და 21 ქალში მეორეზე გავიდა.
ნაკრები
რედაქტირებაინდოეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველ დაფაზე, ქალთა ოლიმპიადაზე სამჯერ იასპარეზა, თუმც მედალი არ მოუპოვებია.
2011 და 2015 წლებში მსოფლიოს გუნდურ პირველობებზე ნაკრები მეოთხეზე გავიდა. 2011-ში ინდივიდუალური ოქრო მოიგო, შემდეგ კი ბრინჯაო.
ოჯახი
რედაქტირება2014 წლის აგვისტოში ცოლად გაჰყვა დასარ ანვეშს[9], რომელიც ინდურ ნავთობკომპანია ONGC Ltd-შ მუშაობს[10]. 2017-ში შეეძინათ გოგონა აჰანა.[11]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1]. FRL March 2021.
- ↑ [2]. Humpy beats Judit Polgar by three months.
- ↑ [3]. Indian Women's National A Championships.
- ↑ [4]. Anand crosses 2800 and leads the October 2007 FIDE ratings.
- ↑ [5]. Areshchenko triumphs in Mayor's Cup – Jai Ho Mumbai!!.
- ↑ [6]. Humpy replies to Sundar – issues open challenge.
- ↑ [7]. Humpy pulls it off – wins Doha GM and qualifies.
- ↑ [8]. Koneru Humpy pockets first world chess crown, clinches Women ..Read more at: http://timesofindia.indiatimes.com/articleshow/73014621.cms?utm_source=contentofinterest&utm_medium=text&utm_campaign=cppst.
- ↑ [9]. Humpy enters wedlock with Anvesh.
- ↑ [10]. Humpy joins ONGC.
- ↑ [11]. Grandmaster Koneru Humpy learning the moves of a mother.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://ratings.fide.com/profile/5008123
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=49497
- https://www.365chess.com/players/Humpy_Koneru
- http://www.iloveindia.com/sports/chess/players/koneru-humpy.html
- http://www.olimpbase.org/playersw/bjblhjjd.html
- http://arquivo.pt/wayback/20091001121256/http://www.latestchess.com/showInterview.php?id%3D7
- https://en.chessbase.com/post/super-grandmaster-koneru-humpy-speaking