ვიჯაიავადა
ვიჯაიავადა (ტელუგუ విజయవాడ) — ქალაქი ინდოეთში, უდიდესი კრიშნის რაიონში და მესამე უდიდესი ანდჰრა-პრადეშის შტატში, ჰაიდარაბადისა და ვიშაკჰაპატნამის შემდეგ. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 048 240 ადამიანია,[2] მეტროპოლიური არეალის კი 1 491 202.[3] სახელი ვიჯაიავადა „გამარჯვების მიწას“ ნიშნავს და მომდინარეობს ღვთაება კანაკა-დურგასგან, რომელსაც ასევე ვიჯაიას უწოდებდნენ. ქალაქი აგრეთვე ცნობილია თავისი ისტორიული სახელით ბეზავადა, რომელსაც ინდოეთის რკინიგზა იყენებს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ვიჯაიავადა ტელუგუ విజయవాడ | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
შტატი | ანდჰრა-პრადეში | ||
კოორდინატები | 16°31′00″ ჩ. გ. 80°37′00″ ა. გ. / 16.51667° ჩ. გ. 80.61667° ა. გ. | ||
ფართობი | 61,88 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 536 მ | ||
მოსახლეობა | 1 491 202 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 | ||
სატელეფონო კოდი | 866 | ||
საფოსტო ინდექსი | 520001[1] და 520007[1] | ||
| |||
ქალაქს საფუძველი ჩაეყარა მდინარე კრიშნას სამხრეთ ნაპირსა და ჩრდილოეთ ნაპირის ბორცვებზე. ახ. წ. 1855 წლისთვის, იგი პატარა დასახლება იყო ინდრაკილადრის ბორცვების აღმოსავლეთით.[4] დროთა განმავლობაში ქალაქი სხვადასხვა დინასტიების მიერ იმართებოდა. მათ შორის იყო ჩალუკიას დინასტია და დიდი მმართველი კრიშნადევარაია.
ქალაქმა მოკრძალებული სოციო-ეკონომიკური ზრდა განიცადა ინდოეთის დამოუკიდებლობამდელ ხანაში. ამჟამად იგი ანდჰრა-პრადეშის კომერციული დედაქალაქი, პოლიტიკურად აქტიური, სოციოლოგიურად დომინანტი, აგრარულად მდიდარი და ინდუსტრიული სატრანსპორტო კვანძია.
დღეისათვის, ვიჯაიავადაში განთავსებულია ანდჰრა-პრადეშის საუკეთესოდ ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულებები. სხვა რეგიონებთან კარგადაა დაკავშირებული გზით, ჰაერით და რკინიგზით, გააჩნია ინდოეთში სიდიდით მეორე სარკინიგზო კვანძი.[5]
გალერეარედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 https://www.google.co.in/search?q=postal+code+of+vijayawada&rlz=1C1EJFA_enIN801IN801&oq=postal+code+of+vijayawada&aqs=chrome..69i57.6770j0j4&sourceid=chrome&ie=UTF-8
- ↑ Cities having population 1 lakh and above, Census 2011. censusindia.gov.in.
- ↑ Isher Judge Ahluwalia. Vijayawada’s inclusive expansion. Indian Express. ციტირების თარიღი: Sep 28 2011.
- ↑ About Vijayawada. VGTM Urban Development Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-21.
- ↑ ‘India will be third largest economy by 2025'. The Hindu. ციტირების თარიღი: Jan 13, 2011.