ნემსთევზასნაირნი

(გადამისამართდა გვერდიდან კონალაყუჩიანები)

ნემსთევზასნაირნი, კონალაყუჩნაირნი (ლათ. Syngnathiformes ან Lophobranchii) — წვრილი ძვლოვანი თევზების რიგი. აქვთ მილისებრი დინგი. ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის ტროპუკულ და სუბტროპიკულ წყლებში, ზოგი — ზომიერად თბლის წყლებში. რიგში 6 ოჯახია, რომელთაგან საქართველოში გვხვდება მხოლოდ ნემსთევზასებრნი (Syngnathidae). ოჯახში 50-მდე გვარია. ოჯახში შემავალი სახეობები გავრცელებულია შავ, აზოვის, კასპიის, ბალტიისა და იაპონიის ზღვებში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში ყველგანაა. ტოფობენ გაზაფხულ-ზაფხულში. დედალი ქვირითს ყრის მამლის გამოსაჩეკ კამერაში. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.

ნემსთევზასნაირნი
Corythoichthys schultzi
Corythoichthys schultzi
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ზეკლასი:  ძვლიანი თევზები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ნემსთევზასნაირნი
ლათინური სახელი
Syngnathiformes

ლიტერატურა

რედაქტირება