კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები
კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. შედგება ორი ეროვნული პარკისა და ორი დაცული ტერიტორიის სულ შვიდი კომპონენტისაგან. კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები გადაჭიმულია შავი ზღვის ზომიერად თბილი და ნოტიო აღმოსავლეთ სანაპიროს 80 კილომეტრის მანძილზე.
კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
კოლხეთის ეროვნული პარკი | |
ქვეყანა | საქართველო |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 41°42′08″ ჩ. გ. 41°57′04″ ა. გ. / 41.70222° ჩ. გ. 41.95111° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2021 (44-ე სესია) |
ნომერი | 1616 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1616 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირება2007 წლის 24 ოქტომბრიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილი იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, ხოლო 2021 წლის 26 ივლისს გახდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობების სახელით.[1]
ძირითადი მიზეზი, რის გამოც კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდა არის ის, რომ კოლხეთის დაბლობი ლეფუგიუმია, ანუ ტერიტორია, სადაც რომელიღაც უძველესი სახეობა არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდში გადარჩა და დღესაც შემორჩენილია. კოლხეთის დაბლობზე ის მცენარეებია გადარჩენილი, რომლებიც ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდამდე არსებობდა.[2]
კოლხეთის ტროპიკულ ტყეებსა და ჭაობებში ცხოვრობს გადაშენების პირას მდგარი მცენარეების 44 სახეობა და ცხოველების 19 სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია კოლხური ზუთხი. ადგილი წარმოადგენს გლობალურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების უმნიშვნელოვანეს ადგილს, რომლებიც მიგრირებენ ბათუმის ვიწრო ბილიკებზე.[3]
კომპონენტები
რედაქტირებაკოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობების შემადგენლობაში შედის საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის (მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები) შვიდი კომპონენტი (კინტრიში-მტირალა, ისპანი, გრიგოლეთი, იმნათი, ფიჩორი, ნაბადა, ჭურია). ქვემოთ წარმოდგენილია კომპონენტების ცხრილი, კომპონენტები დალაგებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Four natural and three cultural sites added to UNESCO’s World Heritage List
- ↑ 20 მილიონი წლის ისტორია - რით არის განსაკუთრებული UNESCO-ს დაცვის ქვეშ მოხვედრილი კოლხეთის ტყეები
- ↑ Colchic Rainforests and Wetlands
- ↑ Colchic Rainforests and Wetlands. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 26 July 2021