კოლუმბიის პლატო
კოლუმბიის პლატო (ინგლ. Columbia Plateau) — ლავური პლატო და გეოგრაფიულ-გეოლოგიური რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერებში, აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია დასავლეთით — კასკადოვან მთებსა და აღმოსავლეთით — კლდოვან მთებს შორის. პლატოს ფართობია დაახლოებით 260 ათ. კმ². სიმაღლე 700-1000 მ. ერთნაირად არის დაფარული ბაზალტური ლავური ნაკადებით. ბაზალტური ფენის სიმძლავრე 1,8 კმ-ზე მეტია. განვითარებულია სემიარიდული კლიმატი. საფუძველი აგებულია პალეოზოური და მეზოზოური კრისტალური და დანალექი ქანებით, რომლებსაც ზემოდან ადევს მიოცენისა და პლიოცენის ბაზალტები. კოლუმბიის პლატოს ზედაპირი ბრტყელია, ზოგან ტალღოვანი, დაფარულია ლიოსებით, ჩრდილოეთით — მორენებით. დანაწევრებულია მდინარე კოლუმბიისა და მისი შენაკადის სნეიკის ღრმა კანიონებით, არის მშრალი კანიონებიც, რომელთაგან უდიდესია გრანდ-კული. მდინარეებზე ბევრია ჩანჩქერი და ჭორომი, აგებულია ჰესები. კოლუმბიის პლატო დაფარულია კორდიან-მარცვლოვანი სტეპებით, დიდწილად მოხნულია მარცვლოვანი კულტურებისათვის. ბევრია ბუჩქნარი და ბალახეული.
კოლუმბიის პლატო | |
---|---|
გრანდ-კული | |
კოორდინატები: 45°59′58″ ჩ. გ. 119°00′05″ დ. გ. / 45.99944° ჩ. გ. 119.00139° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
ტერიტორიული ერთეული | ვაშინგტონი ორეგონი აიდაჰო |
სიმაღლე | 1000 მ |
ფართობი | 260 ათ. კმ² |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კოლუმბიის პლატო — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- კოლუმბიის პლატო — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)