მატეო კოვაჩიჩი
მატეო კოვაჩიჩი (ხორ. Mateo Kovačić; დ. 6 მაისი, 1994, ლინცი, ავსტრია) — ხორვატი ფეხბურთელი, ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 6 მაისი, 1994 | ||
დაბადების ადგილი | ლინცი, ავსტრია | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ სიტი | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2007 | ლასკი | ||
2007–2010 | დინამო ზაგრები | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010-2013 | დინამო ზაგრები | 43 | (7) |
2013–2015 | ინტერნაციონალე | 80 | (5) |
2015–2018 | რეალ მადრიდი | 73 | (1) |
2018–2019 | → ჩელსი | 32 | (0) |
2019–2023 | ჩელსი | 110 | (4) |
2023– | მანჩესტერ სიტი | 30 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008 | ხორვატია 14-წლ. | 2 | (1) |
2009 | ხორვატია 15-წლ. | 2 | (0) |
2009–2011 | ხორვატია 17-წლ. | 15 | (0) |
2011–2012 | ხორვატია 19-წლ. | 6 | (0) |
2011– | ხორვატია 21-წლ. | 7 | (0) |
2013– | ხორვატია | 99 | (5) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებამატეო კოვაჩიჩი ბოსნიელი ხორვატების ოჯახში ავსტრიის ქალაქ ლინცში 1994 წლის 6 მაისს დაიბადა, სადაც მისი მშობლები ჯერ კიდევ 1991 წელს გადავიდნენ. ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, ლინცის საფეხბურთო კლუბ „ლასკის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო.[1][2]
13 წლის ასაკში გამორჩეული საფეხბურთო მონაცემების მქონე ნახევარმცველი „აიაქსის“, „შტუტგარტის“, „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“ სკაუტებმა შენიშნეს, მაგრამ მისმა ოჯახმა გადაწყვიტა ზაგრებში გადასულიყო, სადაც მატეო ადგილობრივი „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში შევიდა.[2]
პროფესიული საფეხბურთო კარიერა ზაგრების „დინამოში“ 16 წლის ასაკში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც ზედიზედ ორჯერ ხორვატიის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ვიდრე 2013 წელს მილანის „ინტერში“ გადაინაცვლებდა. 2011 წელს დასახელდა ხორვატიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.[3]
2014–15 წლების სეზონის შემდეგ მან მადრიდის „რეალში“ განაგრძო თამაში, სადაც ზედიზედ სამჯერ (2015–16, 2016–17, 2017–18) უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
შემდეგ, 2018 წელს ჯერ იჯარით „ჩელსის“ რიგებში განაგრძო თამაში, ხოლო 2018–19 წლების სეზონის ბოლოს კი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს საბოლოოდ მოაწერა ხელი. „ჩელსის“ შემადგენლობაში, კოვაჩიჩმა უეფა-ს ევროპა ლიგა (2018–19) და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2020–21) მოიგო, ასევე 2019–20 სეზონის „ჩელსის“ წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „ჩელსის“ რიგებშივე გახდა უეფა-ს სუპერთასის მფლობელი და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული 2021–22 სეზონში.
სანაკრებო
რედაქტირებაავსტრიაში დაბადებული კოვაჩიჩი ხორვატიის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 2013 წლიდან დაიწყო თამაში, რომლის შემადგენლობაშიც 2014, 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და 2016 და 2020 წლების უეფას ევროპის ჩემპიონატებზე ისაპარეზა, რა დროსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2023 წლის უეფას ერთა ლიგის ფინალებამდე მიაღწია.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2015–16, 2016–17, 2017–18
- ესპანეთის სუპერთასი: 2017
- ლა ლიგა: 2016–17
- უეფა-ს სუპერთასი: 2016, 2017
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2016, 2017
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2020–21
- უეფა-ს ევროპა ლიგა: 2018–19
- უეფა-ს სუპერთასი: 2021
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2022
- პრემიერ ლიგა: 2023–24
- უეფა-ს სუპერთასი: 2023
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2023
სანაკრებო
რედაქტირება- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალისტი: 2018
ინდივიდუალური
რედაქტირება- ხორვატიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2011
- „ჩელსის“ წლის საუკეთესო მოთამაშე: 2019–20
- „ჩელსის“ წლის გოლის ავტორი: 2021–22
- პრემიერ ლიგის თვის გოლის ავტორი: 2022 წლის იანვარი
ჯილდოები
რედაქტირება- ჰერცოგ ბრანიმირის ორდენის კავალერი: 2018
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასოციალური ქსელები |
---|
Facebook · Instagram |
თემატური საიტები |
---|
AFS · AS.com · BDFA · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mateo Kovačić - Player changes, player transfers. Transfermarkt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-01. ციტირების თარიღი: 2010-11-20
- ↑ 2.0 2.1 Židak, Tomislav. „Meteor Kovačić: Svi su ludi za dječakom koji je već sa 13 igrao zrelo kao nekad Maradona“. Jutarnji list (ხორვატული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-22. ციტირების თარიღი: 2023-10-25.
- ↑ Mateo Kovačić // famousfix.com
- ↑ M. Kovačić: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023
- ↑ Varaždin vs. Dinamo Zagreb 1–3: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023
- ↑ Osijek vs. Dinamo Zagreb 0–0: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023
Dinamo Zagreb vs. Osijek 3–1: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი, 2023