კმეტი
კმეტი (ასევე კომიტი, კმიტი) — შუა საუკუნეებში სლავ ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი, რომელსაც სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა. თავდაპირველად სავარაუდოდ კმეტებს ეძახოდნენ ტომის, თემის თავისუფალ წევრებს. ძველ რუსულ ლიტერატურულ ძეგლებში („ამბავი იგორის ლაშქრობისა“ და სხვა) კმეტები არიან გმირი მეომრები, ჯარისკაცები. ფეოდალურ ბულგარეთში და სერბეთში კმეტები არიან სოფლის მამასახლისები; ბოსნიაში და ჩეხეთში კი ზოგჯერ თანამდებობების პირები, ზოგჯერ კი გლეხების განსაკუთრებული კატეგორია; პოლონეთში — არისტოკრატის მიერ იჯარით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მქონე და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფი ყმა გლეხები; ხორვატიაში — იშვიათად ვასალები, ხოლო როგორც წესი — არისტოკრატის დაქვემდებარებაში მყოფი ყმა გლეხები.
სავარაუდოდ სახელწოდება „კმეტი“-დანაა წარმოქმნილი პოლონურ-ლიტვური გვარები კმიტა, კმიციცი, რუსული და უკრაინული გვარი კმეტი და სხვა.
სახელწოდება „კმეტის“ გამოყენება სხვადასხვა ქვეყნებში
რედაქტირებაბულგარეთი
რედაქტირებათანამედროვე ბულგარეთში კმეტი — ხელმძღვანელი თანამდებობის სახელწოდება, ქალაქის, თემის, საქალაქო რაიონის, საკმეტოს (ბულგ. кметство) ან სოფლის მერი. კმეტები ირჩევა მრავალპარტიულ არჩევნებზე. საკმეტო — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია, რომელსაც კმეტი ხელმძღვანელობს.
ბოსნია
რედაქტირებაბოსნიაში კმეტებს სელიაკები ჰქვიათ, რომლებიც სხვის მიწას ფლობენ და მიწის პატრონის საკუთრებაში მყოფ სახლში ცხოვრობენ, ანუ არენდატორები. ხშირად ისინი მიწის დასამუშავებლად სარგებლობენ პატრონის საკუთრებაში არსებული დაკოდილი მსხვილი რქოსანი საქონლით. პატრონის საკუთრებაში არსებული დაკოდილი მსხვილი რქოსანი საქონლით პატრონისავე მიწაზე მომუშავე კმეტი მიწის მეპატრონეს აძლევს მოსავლის ნახევარს, ხოლო საკუთარი დაკოდილი მსხვილი რქოსანი საქონლით მომუშავე — ერთ მესამედს. მეპატრონეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააგდოს კმეტი საკუთარი მიწიდან და საკუთარი სახლიდან და წაართვას მას მთელი მოსავალი. კმეტს ასევე შეუძლია ნებისმიერ დროს წავიდეს, მაგრამ ეს მისთვის არახელსაყრელია: მეორე მიწათმფლობელმა იგი შეიძლება აღარც კი მიიღოს.
უნგრეთი
რედაქტირებაკმეტებს ან კმიტებს (გაერთიანებული ფორმა — კმიტობა) უნგრელ რუსინებში ეძახიან გლეხებს, რომლებიც ცხოვრობენ გრძელვადიანი არენდის ფორმით არსებულ კერძო მფლობელობაში მყოფ მიწებზე, თანაც, დადგენილი წეს-ჩვეულებებით, მიწის მონაკვეთი გადადის თაობიდან თაობაზე, როგორც წესი უმცროს ვაჟზე.
რუსეთი
რედაქტირებასიტყვა კმეტები (მრავლობით ფორმაში) გვხვდება ძველი რუსული ლიტერატურის ძეგლებში, კერძოდ ვლადიმირ მონომახის ანდერძში, სადაც ის, ყვება რა ყივჩაყების წინააღმდეგ საკუთარი სამხედრო საქმიანობის შესახებ, ამბობს: „а самы князи Бог живы в руце дава: Коксусь с сыном, Аклан, Бурчевич, Таревьскый князь Азгулуй, и иных кметий молодых 15“, და „ამბავი იგორის ლაშქრობისა“, სადაც იგორის ძმა, ტრუბჩევსკის თავადი ვსევოლოდი, ამბობს: „А мои ти Куряне сведоми кмети: под трубами повити, под шеломы везлелеяни…“. ჩვეულებრივად სიტყვა „კმეტი“ აღიქმება, როგორც ჯარისკაცი, მეომარი, ცხენოსანი მებრძოლი, მაგრამ თუ ეს განმარტება შეიძლება მივიღოთ „ამბავი იგორის ლაშქრობისა“-ს კმეტისთვის, „ვლადიმირ მონომახის ანდერძის“ კმეტისათვის მას უკვე ვეღარ გამოვიყენებთ; იქ კმეტები მოიხსენება თავადებთან ერთად და მიეკუთვნება საუკეთესო მეომრების რიცხვს, თუმცა ახალგაზრდებს.
რუსეთში დღემდე გავრცელებულია გვარი კმეტი, XIV-XVI საუკუნეებში კმეტებს ეძახდნენ არაყმა (თავისუფალი) გლეხებს.
სერბია
რედაქტირებასერბიაში კმეტებს ეძახდნენ ყველაზე უფრო საპატივცემულო და საპატიო სოფლებში მცხოვრებ ხალხს. კმეტები შეთანხმებებს დებდნენ თემების სახელით, ურთიერთობაში შედიოდნენ თურქებთან. ისინი, თანასოფლელების მოწვევით, არიან უახლოესი მოსამართლეები არაგანსაკუთრებულად მთავარ დავებში, მაგალითად ოჯახურ გარჩევებში, ნახირის მიერ საძოვრების გაფუჭებაში და სხვა. თავად მილოშ ობრენოვიჩის დროიდან კმეტებს ნიშნავდა ხელისუფლება, სამს თითოეულ თემზე, თანაც ერთ-ერთი მათგანი ითვლებოდა უფროსად. ისინი თავს იყრიდნენ თემის სახლში-სუდნიცაში (општинска кућа која се собе), სოფლელებს შორის ნაკლებად მთავარ საქმეებში მართავდნენ სასამართლოებს და გარჩევებს, უფრო მთავარ საქმეებში მოდავეებს აგზავნიდნენ საოლქო სასამართლოებში, კრებავდნენ საშემოსავლო გადასახადებს და მამასახლისებს გადასცემდნენ ბრძანებებს, სოფლის მოსახლეობას ატყობინებდნენ უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, აკვირდებოდნენ მის შესრულებებს და ჰქონდათ უფლება დამნაშავეები, განსაკუთრებით მოხეტიალეები და მუშაობის არმსურველები, დაესაჯათ სხეულზე 10 დარტყმით, ასევე საზოგადოებრივი შრომით.
უკრაინა
რედაქტირებაუკრაინაში კმეტი ანუ кміть — შუა საუკუნეების თავისუფალი დასახლებული გასვლის უფლებით, როგორც ჩანს იმდროინდელი დოკუმენტებიდან, მაგალითად 1377 წლის: „А осадивши ис каждого кмєтя по два гроша широкая оу княжю комору давати на каждыи рокъ…“ დროთა განმავლობაში სიტყვა გავიდა ფართე მოხმარებიდან, მაგრამ დატოვა ამ ტერმინის წარმოებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე უკრაინულ ენაში დღემდეც.
მონტენეგრო
რედაქტირებამონტენეგროში კმეტებს ეძახებიან პირებს, რომლებსაც ირჩევენ მათი დავების გარჩევის განსახილველად; როგორც წესი თითოეული მხარე ირჩევს 12-12 ადამიანს, რომლებსაც, სანამ ნებაყოფლობით ასრულებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას, ჰქვიათ კმეტები.
სახელწოდება „კომიტები“-ის გამოყენება ძველ რომში
რედაქტირებაკომიტები (Comites — „თანამგზავრები“) ძველ რომში ერქვა:
- რესპუბლიკის დროს კერძო და ოფიციალურ პირებს, რომლებიც პროკონსულის ან პროვინციების გუბერნატორების არისტოკრატიულ ფენებს წარმოადგენდნენ, წეს-ჩვეულება შენარჩუნებული იმპერატორების მიერაც;
- იმპერატორების ის მეგობრები (amici Augusti), რომლებიც თან ახლდნენ მას მოგზაურობის დროს, იღებდნენ ხელფასს და შეადგენდნენ მის საბჭოს (comites Augusti);
- კონსტანტინე I დიდის შესწორების შემდეგ სახელწოდება კომიტები გახდა საპატიო ტიტული ზოგიერთი პირისათვის და თანამდებობისთვის; მის მიერ შექმნილ იერარქიულ კიბეზე იყო კომიტების სამი დონე;
- ეს ტიტული თანდათან ვრცელდებოდა ბევრ ისეთ თანამდებობის პირზე, რომლებიც ადრე ატარებდნენ პრეპოზიტების, მაგისტრების, პროკურატორების და პრეფექტების სახელწოდებებს.