ბულგარეთის თემები

ბულგარეთის თემები (ბულგ. Община) — ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ბულგარეთში. ბულგარეთში სულ 265 თემია, რომლებიც ერთიანდება 28 ოლქში.

მმართველობა

რედაქტირება

თემები, როგოც წესი, იყოფიან რაიონებად. საშუალოდ ერთ თემში 26 რაიონი შედის, მაქსიმალური რაოდნეობა რაიონებისა ერთ თემში არის 134. წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, რომელიც აირჩევა პირდაპირი წესით ოთხი წლით. საკრებულოს წევრების რაოდენობა მერყეობს 11-დან 61-მდე. ასევე პირდაპირი წესით აირჩევა მერი

უფლებამოსილებები

რედაქტირება

თემის უფლებამოსილებებში შედის განათლება, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა და ჰიგიენა, კულტურა, სპორტი და დასვენება, წყალმომარაგება და კანალიზაცია, ტურიზმი, გზები, პარკები, განათება, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა.

თემების სია ოლქების მიხედვით

რედაქტირება
ოლქი თემების რიცხვი თემები
ბლაგოევგრადის ოლქი 14 ბანსკო, ბელიცა, ბლაგოევგრადი, გოცე-დელჩევი, გირმენი, კრესნა, პეტრიჩი, რაზლოგი, სანდანსკი, სატოვჩა, სიმიტლი, სტრუმიანი, ხადჟიდიმოვო, იაკორუდა
ბურგასის ოლქი 13 აიტოსი, ბურგასი, კამენო, კარნობატი, მალკო-ტირნოვო, ნესებირი, პომორიე, პრიმორსკო, რუენი, სოზოპოლი, სრედეცი, სუნგურლარე, ცარევო
ვარნის ოლქი 12 ავრენი, აკსაკოვო, ბელოსლავი, ბიალა, ვარნა, ვეტრინო, ვილჩი-დოლი, დოლნი-ჩიფლიკი, დევნია, დილგოპოლი, პროვადია, სუვოროვო
ველიკო-ტირნოვოს ოლქი 10 ველიკო-ტირნოვო, გორნა-ორიახოვიცა, ელენა, ზლატარიცა, ლიასკოვეცი, პავლიკენი, პოლსკი-ტრიმბეში, სვიშტოვი, სტრაჟიცა, სუხინდოლი
ვიდინის ოლქი 11 ბელოგრადჩიკი, ბოინიცა, ბრეგოვო, ვიდინი, გრამადა, დიმოვო, კულა, მაკრეში, ნოვო-სელო, რუჟინცი, ჩუპრენე
ვრაცის ოლქი 10 ბოროვანი, ბიალა-სლატინა, ვრაცა, კოზლოდუი, კრივოდოლი, მეზდრა, მიზია, ორიახოვო, რომანი, ხაირედინი
გაბროვოს ოლქი 4 გაბროვო, დრიანოვო, სევლიევო, ტრიავნა
დობრიჩის ოლქი 8 ბალჩიკი, გენერალ-ტოშევო, დობრიჩი, დობრიჩკა, კავარნა, კრუშარი, ტერველი, შაბლა
კირჯალის ოლქი 7 არდინო, ჯებელი, კირკოვო, კრუმოვგრადი, კირჯალი, მომჩილგრადი, ჩერნოოჩენე
კიუსტენდილის ოლქი 9 ბობოვ-დოლი, ბობოშევო, კოჩერინოვო, კიუსტენდილი, ნევესტინო, რილა, საპარევა-ბანია, დუპნიცა, ტრეკლიანო
ლოვეჩის ოლქი 8 აპრილცი, ლეტნიცა, ლოვეჩი, ლუკოვიტი, ტეტევენი, ტროიანი, უგირჩინი, იაბლანიცა
მონტანის ოლქი 11 ბერკოვიცა, ბოიჩინოვცი, ბრუსარცი, ვილჩედრიმი, ვირშეცი, გეორგი-დამიანოვო, ლომი, მედკოვეცი, მონტანა, ჩიპროვცი, იაკიმოვო
პაზარჯიკის ოლქი 12 ბატაკი, ბელოვო, ბრაციგოვო, ველინგრადი, ლესიჩოვო, პაზარჯიკი, პანაგიურიშტე, პეშტერა, რაკიტოვო, სეპტემვრი, სტრელჩა, სირნიცა
პერნიკის ოლქი 6 ბრეზნიკი, ზემენი, კოვაჩევცი, პერნიკი, რადომირი, ტრინი
პლევენის ოლქი 11 ბელენე, გულიანცი, დოლნა-მიტროპოლია, დოლნი-დიბნიკი, ისკირი, კნეჟა, ლევსკი, ნიკოპოლი, პლევენი, პორდიმი, ჩერვენ-ბრიაგი
პლოვდივის ოლქი 18 ასენოვგრადი, ბრეზოვო, კალოიანოვო, კარლოვო, კრიჩიმი, კუკლენი, ლიკი, მარიცა, პერუშტიცა, პლოვდივი, პერვომაი, რაკოვსკი, როდოპი, სადოვო, სოპოტი, სტამბოლიისკი, სიედინენიე, ხისარია
რაზგრადის ოლქი 7 ზავეტი, ისპერიხი, კუბრატი, ლოზნიცა, რაზგრადი, სამუილი, ცარ-კალოიანი
რუსეს ოლქი 8 ბოროვო, ბიალა, ვეტოვო, დვე-მოგილი, ივანოვო, რუსე, სლივო-პოლე, ცენოვო
სილისტრის ოლქი 7 ალფატარი, გლავინიცა, დულოვო, კაინარჯა, სილისტრა, სიტოვო, ტუტრაკანი
სლივენის ოლქი 4 კოტელი, ნოვა-ზაგორა, სლივენი, ტვირდიცა
სმოლიანის ოლქი 10 ბანიტე, ბორინო, დევინი, დოსპატი, ზლატოგრადი, მადანი, ნედელინო, რუდოზემი, სმოლიანი, ჩეპელარე
სოფიის ოლქი 22 ანტონი, ბოჟურიშტე, ბოტევგრადი, გოდეჩი, გორნა-მალინა, დოლნა-ბანია, დრაგომანი, ელინ-პელინი, ეტროპოლე, ზლატიცა, იხტიმანი, კოპრივშტიცა, კოსტენეცი, კოსტინბროდი, მირკოვო, პირდოპი, პრავეცი, სამოკოვი, სვოგე, სლივნიცა, ჩავდარი, ჩელოპეჩი
სოფიის ოლქი 1 სოფია
სტარა-ზაგორის ოლქი 11 ბრატია-დასკალოვი, გურკოვო, გილიბოვო, კაზანლიკი, მიგლიჟი, ნიკოლაევო, ოპანი, პაველ-ბანია, რადნევო, სტარა-ზაგორა, ჩირპანი
ტირგოვიშტეს ოლქი 5 ანტონოვო, ომურტაგი, ოპაკა, პოპოვო, ტირგოვიშტე
ხასკოვოს ოლქი 11 დიმიტროვგრადი, ივაილოვგრადი, ლიუბიმეცი, მაჯაროვო, მინერალნი-ბანი, სვილენგრადი, სვიმეონოვგრადი, სტამბოლოვო, ტოპოლოვგრადი, ხარმანლი, ხასკოვო
შუმენის ოლქი 10 ველიკი-პრესლავი, ვენეცი, ვირბიცა, კაოლინოვო, კასპიჩანი, ნიკოლა-კოზლევო, ნოვი-პაზარი, სმიადოვო, ხიტრინო, შუმენი
იამბოლის ოლქი 5 ბოლიაროვო, ელხოვო, სტრალჯა, ტუნჯა, იამბოლი
სულ 265

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება