კირიაკ ზავრიევი

საბჭოთა მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში

კირიაკ სამსონის ძე ზავრიევი (დ. 28 იანვარი [ძვ. სტ. 16 იანვარი], 1891, თბილისი — გ. 14 დეკემბერი, 1978, იქვე) — საბჭოთა მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს სსრ მეცნიერების და ტექნიკის სამსახურებული მოღვაწე (1941). სკკპ წევრი 1940 წლიდან.

კირიაკ ზავრიევი
დაბ. თარიღი 16 (28) იანვარი, 1891 ან 16 იანვარი, 1881(1881-01-16)
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 14 დეკემბერი, 1978(1978-12-14)[2]
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი და სამეცნიერო მუშაკი
მუშაობის ადგილი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კირიაკ სამსონის ძე ზავრიევი დაიბადა 1891 წლის იანვარს, თბილისში, სამხედრო ტოპოგრაფის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის მე-3 გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი. ავტორია რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის პროექტის ავტორი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას 1914-1915 წლებში პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტში; 1918-1919 წლებში ოდესის; 1921-1930 წლებში კი თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში.

მრავალი წელი მოღვაწეობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტშიც (1931-1959).

1941-1947 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ანტისეისმური მშენებლობის ბიუროს თავმჯდომარე, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე კი ამ ბიუროს ბაზაზე ჩამოყალიბებული სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი.

მისი მთავარი შრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. საფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდსა (1913) და სეისმომედეგობის დინამიკის თეორიას (1926), მან პირველმა დაასაბუთა სეისმომედეგი ქვის ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტყლები. ზავრიევს დიდი ღვაწლი მიუძღვის მსუბუქი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში. იგი ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკასიის სკოლას. 1957 წლიდან იყო აშშ-ის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის ინსტიტუტის წევრი.

დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენითა და მედლებით.

თხზულებები

რედაქტირება
  • Проектирование состава бетона из портландцемента, в кн.: Бетон. Материалы по теории проектирования состава и технологии бетона, Тифлис. 1930;
  • Динамика сооружений, М., 1946;
  • Расчетные формулы прочности в особых случаях, М.—Л., 1935;
  • Основы расчета сооружений по методу расчетных предельных состояний, Тбилиси, 1956;
  • Расчет арочных мостов, М., 1956.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წილოსანი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 471.
  • კირიაკ ზავრიევი. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ი. დუდუჩავა, თბ., 1978.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება