კიკრიტ პრამოტი
კიკრიტ პრამოტი (ტაი. คึกฤทธิ์ ปราโมช, დ. 20 აპრილი, 1911, სინგბური, სიამი — გ. 9 ოქტომბერი, 1995, ბანგკოკი, ტაილანდი) — ტაილანდის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1975-1976 წლებში. ჩაკრის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი (რამა II-ის შთამომავალი).
კიკრიტ პრამოტი | |
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 მარტი, 1975 – 12 იანვარი, 1976 | |
მონარქი | რამა IX |
წინამორბედი | სენი პრამოტი |
მემკვიდრე | სენი პრამოტი |
დაბადებული | 20 აპრილი, 1911 სინგბური, სიამი |
გარდაცვლილი | 9 ოქტომბერი, 1995 ბანგკოკი, ტაილანდი |
შვილები | 2 |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკიკრიტ პრამოტი დაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში. დაამთავრა სუან-კულაბის კოლეჯი ბანგკოკში. სწავლობდა დიდ ბრიტანეთში. 1933 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილება. 1982 წლიდან ხელოვნების ბაკალავრია. პროფესორი.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კიკრიტ პრამოტი თავდაპირველად დაკავდა საბანკო საქმით. შემდეგ გამოიცვალა ბევრი პროფესია, მათ შორის პოლიტიკაშიც და ჟურნალისტიკაშიც მოსინჯა ძალები.
კაპრალის ჩინით მონაწილეობდა 1940-1941 წლების საფრანგეთ-ტაილანდის ომში.
1945 წელს იყო ტაილანდში პირველი პოლიტიკური პარტიის - პროგრესული პარტიის - ერთ-ერთი დამაარსებელი. 1946-1950 წლებში ტაილანდის პარლამენტის წევრია. ორჯერ იყო სამოქალაქო მთავრობის ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. 1950 წლიდან იყო ყოველდღიური გაზეთის Siam Rath („სიამის სამეფო“, ტაი. สยามรัฐ) რედაქტორი. აღნიშნული გაზეთი აკრიტიკებდა სამხედრო ხელისუფლებას.
1973 წლიდან კვლავ პარლამენტის წევრია. 1974 წლამდე წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე და 1974 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია.
1975 წლის იანვარში გავიდა დამოკრატიული პარტიიდან და დააარსა სოციალური მოქმედების კონსერვატიული პარტია. 1975 წლის 15 მარტიდან 1976 წლის 12 იანვრამდე კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრია. მისმა მთავრობამ დიპლომატიური კავშირი დაამყარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და დაიწყო მოლაპარაკება ქვეყნიდან უცხოური ჯარების ქვეყნიდან გაყვანის შესახებ, რომლებიც იმყოფებოდნენ ქვეყანაში ვიეტნამის ომთან დაკავშირებით.
წერდა წიგნებს ისტორიულ, ფილოსოფიურ, რელიგიურ და ასტრონომიულ თემატიკაზე. ასევე წერდა ბელეტრისტიკას (იუმორესკიდან დრამამდე). 1985 წელს ტაილანდური კულტურისადმი მისი დამსახურების გამო მიიღო ტაილანდის ხელოვნების ეროვნული მოღვაწის ტიტული. 1990 წელს გადაეცა ფუკუოკას აზიის კულტურის პრემია.
კიკრიტ პრამოტი ნობილი ლიტერატორია. ავტორია 13 რომანის, 2 პიესის, 2 მოთხრობების კრებულის და ესსეების. ტაი ენაზე გადათრაგმნა რიჩარდ ბახის მოთხრობა „თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი“ (1973 წ.), სცენარის ავტორია ფილმისა „Kawao tee Bangpleng“ (1995).
ცნობილია ასევე როგორც ტაის კლასიკური ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე, ფოტოგრაფი, რადიოკომენტატორი, ეკონომისტი, კულტუროლოგი და პოპულარული ჰოტელის „ინდრას“ მფლობელი.
გარდაიცვალა 1995 წლის 9 ოქტომბერს ერთ-ერთ ჰოსპიტალში გულის დაავადების, მაღალი არტერიული წნევისა და დიაბეტისაგან. მის ყოფილ სახლში გახსნილია მისი და ტაილანდური კულტურის მუზეუმი.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებამისი უფროსი ძმაა სენი პრამოტი, რომელსაც სამჯერ ეკავა ტაილანდის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
1948 წელს თავის ძმა სენი პრამოტისთან ერთად მეფე რამა IV-ის შესახებ დაწერა წიგნი „საუბრობს ტაილანდის მეფე“. ეს უნიკალური წიგნია, რადგამ გარდა იმისა, რომ ავტორები ძმები არიან, ორივეს ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.