რიჩარდ ბახი (ინგლ. Richard Bach) (დ. 23 ივნისი, 1936 ) — პილოტი და საავიაციო მწერალი.

რიჩარდ ბახი
ინგლ. Richard David Bach
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1936(1936-06-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] (88 წლის)
დაბადების ადგილი ოუკ-პარკი[7]
საქმიანობა მფრინავი[8] და მწერალი[8]
მოქალაქეობა  აშშ[9]
ალმა-მატერი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერისტეტი ლონგ-ბიჩში
Magnum opus თოლია ჯონათან ლივინგსტონი და ილუზიები
მეუღლე ლესლი პერიში და Bette Fineman
შვილ(ებ)ი ჯეიმზ მარკუს ბახი
საიტი richardbach.com

დაიბადა 1936 წლის 23 ივნისს აშშ-ში. დედა — რუთ ჰელენ შოუ, მამა — როლანდ რობერტ ბახი. რიჩარდი ცნობილი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის შორეული შთამომავალია. 1955 წელს დაამთავრა ლონგ-ბიჩის სახელმწიფო კოლეჯი. მას ეკუთვნის მრავალი მოთხრობა, მათ შორის: „ერთი“, „ილუზია“, „აქედან ჩემი აზრი“, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ და სხვა. მისი ნაწარმოებები ძირითადად ფილოსოფიურია და ეხება ფრენას. მას დიდი წარმატება მოუტანა ნაწარმოებმა „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ (1970), 2 წელიწადში გაიყიდა მილიონი ეგზემპლარი. მასზე ასევე გადაიღეს ფილმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.nndb.com/lists/494/000063305/
  2. SNAC — 2010.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. NooSFere — 1999.
  5. The Fine Art Archive — 2003.
  6. Babelio — 2007.
  7. http://books.google.com/books/about/Jonathan_Livingston_Seagull.html?id=YnsItwAACAAJ
  8. 8.0 8.1 Czech National Authority Database
  9. FantLab — 2004.